ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთიდან ჯარების გაყვანის საკითხს ნატო ჩიკაგოს სამიტზე განიხილავს.

გენერალ ჯონ ალენის განცხადებით, მიუხედავად ბოლოდროინდელი მოვლენებისა, ავღანეთის სამხედრო ძალებსა და კოალიციას შორის კავშირი და თანამშრომლობა კვლავ ძლიერია.

გენერალმა ალენმა აშშ წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის წინაშე გამოსვლისას აღნიშნა, რომ მორალური მდგომარეობა და განწყობა სამხედროებს შორის ურყევია.

"ჩვენი მისია სირთულეებით და წინააღმდეგობებითაა აღსავსე, თუმცა პროგრესი აშკარად დიდია"- აღნიშნა გენერალმა. მისი თქმით, ავღანეთის შეიარაღებულმა ძალებმა მეამბოხეთა წინააღდმდეგობა დათრგუნეს და მზად არიან ქვეუნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ.

თეთრი სახლის პრესცენტრის ხელმძღვანელის ჯეი კერნის განცხადებით, ავღანეთიდან ჯარების გაყვანის საკითხს ნატო ჩიკაგოში გამართულ სამიტზე განიხილავს. თუმცა რადიკალური გადაწყვეტილებები ამ თემასთან დაკავშირებით, ნაკლებადაა მოსალოდნელი.

XS
SM
MD
LG