ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პანეტამ უსაფრთხოების ზომების გაძლიერების პერსპექტივებზეც ისაუბრა.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლეონ პანეტას განცხადებით, არ შეიძლება ავღანეთის ომი გამოკითხვების შედეგებით შეფასდეს.

კანადის დედაქალაქში ჟურნალისტებთან საუბრისას, პანეტამ უსაფრთხოების ზომების გაძლიერების პერსპექტივებზეც ისაუბრა.

თავდაცვის მდივნის განცხადებით, შეერთებული შტატების გეგმა ავღანეთში სტრატეგიულად სწორად გათვლილი მისიის კურსია. ამ გეგმის მიხედვით, თალიბები და ალ ყაიდა ავღანეთში ძლიერ დასაყრდენს ვეღარასდროს ვერ იპოვნიან.

აღსანიშნავია, რომ ლეონ პანეტას კომენტარი მოჰყვა ამერიკულ პრესაში გავრცელებულ განცხადებს გამოკითხვების შედეგებთან დაკავშირებით. რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 61 პროცენტს მიაჩნია, რომ შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში მისია უნდა შეწყვიტოს .

XS
SM
MD
LG