ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში აფეთქებებია


ნაღმზე აფეთქების შედეგად ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის კიდევ ერთი ჯარისკაცი დაიღუპა.

ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით, კამიკაძის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად კუნარის პროვინციის მშვიდობის საბჭოს თავმჯდომარე და მისი ვაჟი დაიღუპნენ.

მშვიდობის საბჭო თალიბებთან მოლაპარაკებას აწარმოებს იარაღის ჩაბარების და ბრძოლის შეწყვეტის შესახებ.

ამ საბჭოს ხელმძღვანელი ბურჰანუდდინ რაბანი შარშან გამოასალმეს სიცოცხლეს. ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობა ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ტერაქტი იყო, მას შემდეგ რაც ავღანეთში ამერიკის ჯარები შეიჭრნენ.

ავღანეთის სამხრეთში ნატოს კუთვნილი ბენზინმზიდი გზიდან გადაიჩეხა და მიკროავტობუსს შეეჯახა. ამ ავარიას აფეთქება მოჰყვა, რამაც 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დღესვე ავღანეთის სამხრეთ რაიონში ნაღმზე აფეთქების შედეგად ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის კიდევ ერთი ჯარისკაცი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG