ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქებები ავღანეთში

არასაბრძოლო ვითარებაში ნატოს კოალიციის ერთი ჯარისკაცი დაიჭრა.

სამხრეთ ავღანეთში გზაზე დამონტაჟებულ ნაღმზე ადგილობრივი საბჭოს ორი წევრი და ერთი ავღანელი პოლიციელი აფეთქდა. ტერაქტი მოხდა ასევე ურუზგანის პროვინციაში, სადაც ასევე ადგილობრივი საბჭოს ორი წევრი დაიჭრა. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. როგორც ცნობილია, ასაფეთქებელ მოწყობილობებს ავღანეთის და კოალიციის სამხედროების წინააღმდეგ თალიბანი და ამბოხებულთა სხვა დაჯგუფებები იყენებენ. ასევე აღმოსავლეთ ავღანეთში არასაბრძოლო ვითარებაში ნატოს კოალიციის ერთი ჯარისკაცი დაიჭრა.

This item is part of
XS
SM
MD
LG