ამერიკის სახლემწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს გეგმაზე მუშაობას, რომლის მიხედვითაც იერუსალიმში ამერიკის საკონსულო უნდა გაიხსნას.
ბლინკენი კონკრეტული ვადების დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამერიკა-ისრაელის პარტნიორობის ფარგლებში ყველა პროცესი გრძელდება და ძლიერდება.
აქვე, ამერიკის სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ ამერიკა გააგრძელებს ახლო ურთიერთობებს პალესტინელებთან.
ასევე ნახეთ: იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას ავსტრალიაც განიხილავს„როგორც მე ვთქვი მაისში, ჩვენ გავაგძელებთ იერუსალიმში ამერიკის საკონსულოს გახსნის პროცესს, ასევე გავაგრძელებთ პალესტინელებთან კავშირების გაღრმავებას,“- განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.
ამერიკის საკონსულო იერუსალიმში 2019 წლიდან მოყოლებული დაკეტილია და საკონსულოს საქმეებს ამერიკის საელჩო ითავსებს. მაისში ამერიკის სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ საკონსულო მუშაობას განაახლებდა.