ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო ძალისხმევის მიუხედავად ახლო აღმოსავლეთში ცეცხლი არ წყდება


რეგიონალური და საერთაშორისო მხარეების, მათ შორის აშშ-ის ძალისხმევის მიუხედავად, რომ ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელი გახდეს, ისრაელი და ჰამასი უერთიერთთავდასხმას აგრძელებენ.

თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ბაიდენმა, ისრაელის პრემიერ-მინისტრთან გამართული მეორე სატელეფონო საუბროს დროს თქვა, რომ „ცეცხლის შეწყვეტის გზაზე, მნიშვნელოვან დეესკალაციას ელოდება.“

10 მაისიდან, როცა ისრაელსა და ჰამასს შორის საბრძოლო მოქმედებები განახლდა, ღაზის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით მინიმუმ 217 პალესტინელი დაიღუპა. მათ შორის, 63 ბავშვი და 35 ქალი. ისრაელის მხარეს, ჰამასის სარაკეტო თავდასხმებს მინიმუმ 12 მოქალაქე, მათ შორის 6 წლის ბავშვი ემსხვერპლა.

თეთრი სახლი არ საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, თუ ისრაელი ღაზაზე საჰაერო თავდასხმებს განაგრძობს. „ჩვენი მიდგომაა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ ამას [დეესკალაციას], მშვიდი, ინტენსიური დიპლომატიის გზით მივაღწევთ“ - აცხადებს თეთრი სახლი.

ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანა ცდილობს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლს თავი აარიდოს.

საპირისპიროს ამტკიცებს პალესტინელების პრეზიდენტი. მაჰმუდ აბასი აცხადებს, რომ ისრაელის ქმედებები „ორგანიზებული სახელმწიფო ტერორიზმია და ომის დანაშაულებს შეიცავს.“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG