ვაშინგტონი საფრანგეთის პრეზიდენტს საზეიმო ცერემონიით დახვდა

საფრანგეთის პრეზიდენტს ვაშინგტონში ოფიციალური საზეიმო მიღება მოუწყვეს. მასში შეერთებული შტატების არმიის ხუთივე ნაწილის 500 სამხედრო მოსამსახურე და ვაშინგტონის ეროვნული ოპერა მონაწილეობს.

ოფიციალურ შეხვედრაზე, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ემანუელ მაკრონს შორის დღეს მოგვიანებით გაიმართება, მთავარი თემები სავარაუდოდ, ირანის ბირთვული პროგრამა, სირიაში მიმდინარე ომი და შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს შორის სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები იქნება. მოლაპარაკების შემდეგ, მაკრონი მეუღლესთან ერთად, თეთრ სახლში გამართულ საზეიმო სადილს დაესწრება.