ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი "დიდი ოცეულის" სამიტის წინ მერკელს შეხვდა


შეერთებული შტატების პრეზდიენტი დონალდ ტრამპი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა. შეხვედრა ჰამბურგში “დიდი ოცეულის” ქვეყნების სამიტის წინ გაიმართა. მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკური სამიტი ჰამბურგში ხვალ გაიხსნება.

ამერიკის და გერმანიის ლიდერები ხუთშაბათს, დღის ბოლოს სასტუმროში დახურულ კარებს მიღმა შეხვდნენ. მოსალოდნელია რომ ლიდერები საერთაშორისო ვაჭრობაზე, კლიმატის ცვლილებაზე და მიგრაციაზე ისაუბრებენ.

პრეზიდენტთან შეხვედრამდე მერკელმა არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება ტრამპის მიერ 2015 წლის პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გამოყოფის გამო. კანცლერმა ამ გადაწყვეტილებას “უკიდურესად დასანანი” უწოდა.

"დიდი ოცეულის" ქვეყნების ლიდერების მასპინძლობამდე ორი დღით ადრე მერკელმა ასევე თქვა, რომ ევროპას აღარ შეუძლია ამერიკის ბოლომდე ნდობა.

"ეს საკითხი კვლავ ღიად რჩება, შეგვიძლია თუ არა და უნდა ვენდოთ თუ არა მომავალში ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელსაც აქამდე ძალიან ბევრი ინვესტიცია აქვს ჩადებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობაში, ახლო აღმოსავლეთსა და სამშვიდობო მისიებში აფრიკაში“, - განაცხადა მერკელმა Die Zeit-თან ინტერვიუს დროს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG