ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი პუტინს ამერიკის არჩევნებზე ჩარევის თემაზე ორჯერ მკაცრად ესაუბრა


შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის ლიდერს გასულ წელს, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე მომხდარი კრემლის კიბერ-თავდასხმის გამო, ორჯერ მკაცრად დაელაპარაკა. თუმცა, მისი თქმით, ახლა დადგა დრო, რომ მათ “კონსტრუქციული მუშაობის მიზნით, წინ გაიხედონ”. დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინს ჰამბურგში, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში შეხვდა.

სამიტის დასრულებისთანავე, სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” გამოქვეყნებული განცხადებების მთელ სერიალში, დონალდ ტრამპმა ისიც დაწერა, რომ რუსეთის ლიდერი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსკოვის ჩარევას უარყოფს. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, მან პუტინთან ერთად “ინფილტრაციისგან დაცული კიბერ-უსაფრთხოების ერთეულის შექმნაც განიხილა, რათა არჩევნებზე ჰაკერული თავდასხმა და ბევრი სხვა უარყოფითი მოვლენა აღიკვეთოს და დაცულობის უკეთ უზრუნველყოფა მოხდეს”.

წამყვანი რესპუბლიკელი კანონმდებლები რუსეთთან კიბერ-შეთანხმების წინააღმდეგ გამოვიდნენ. სენატორმა ლინდსი გრემმა თქვა, რომ ეს შეიძლება “ყველაზე სულელური განცხადება არ იყოს, რაც კი ოდესმე მომისმენია, მაგრამ მასთან ძალიან ახლოსაა”. კვირას, დღის ბოლოს, თავად პრეზიდენტმა ტრამპმაც უკან დაიხია და თქვა, რომ ეს სავარაუდოდ, არ მოხდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG