ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის შვილი არჩევნების პერიოდში კრემლთან ასოცირებულ ადვოკატს შეხვდა


უმცროსი დონალდ ტრამპი

პრეზიდენტ ტრამპის უფროსი ვაჟი ადასტურებს, რომ ის გასულ წელს, საარჩევნო კამპანიისთვის დამხმარე ინფორმაციის მიღების იმედით, კრემლთან დაკავშირებულ ადვოკატს შეხვდა. გუშინ, უმცროსმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეხვედრა მამამისის, მაშინდელი საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ, რესპუბლიკური პარტიის ნომინაციის მოპოვების შემდეგ გაიმართა.

შეხვედრა 2016 წლის ივნისში მას შემდეგ შედგა, რაც უმცროსმა დონალდ ტრამპმა შეიტყო, რომ რუს ადვოკატს ნატალია ვასელნიტსკაიას დემოკრატთა საპრეზიდენტო კანდიდატის ჰილარი კლინტონის საწინააღმდეგო, მისთვის სავარაუდო ზიანის მომტანი ინფორმაცია ჰქონდა. თუმცა, უმცროსი დონალდ ტრამპი ასევე აცხადებს, რომ შეხვედრაზე დაპირებული ინფორმაცია მისთვის “არც წარმოუდგენიათ და არც შეუთავაზებიათ”. ის ასევე ამბობს, რომ შეხვედრის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაფერი იცოდა.

მოსკოვმა დღეს განაცხადა, რომ ამ შეხვედრის თაობაზე რუსეთის ოფიციალური წრეებისთვის არაფერია ცნობილი. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ისინი არ არიან ვალდებული ჰქონდეთ ინფორმაცია თითოეულ რუს ადვოკატზე და მათ კონტაქტებზე უცხოეთში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG