ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი იაპონიისა და ავსტრალიის პრემიერებს შეხვდა


პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის მალკოლმ ტერნბულის შეხვედრაში მონაწილეობა იაპონიის პრემიერმა შინზო აბემაც მიიღო.

დაგეგმილი ორმხრივი შეხვედრის სამმხრივ შეხვედრად ქცევა იყო კიდევ ერთი ხაზგასმა იმისა, რომ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობა არსებობს. იქნება ეს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული მუქარის საპასუხო ქმედებები თუ ჩინეთთან საზღვაო ტერიტორიული უთანხმოება.

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გარანტირებული იყოს მჭიდრო სამმხრივი თანამშრომლობა იმისათვის, რომ რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება იყოს“, განაცხადა იაპონიის ლიდერმა.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა კი თქვა, რომ ამ ქვეყნებს აქვთ საერთო ღირებულებები და ფოკუსირებულნი არიან იმაზე, რომ ჩრდილოეთ კორეის მმართველი რეჟიმი გონს მოეგოს და შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები და მუქარა რეგიონის მიმართ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG