ჯერჯერობით, უცნობია, რამდენად დიდია საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანთა სია, რომლებსაც კორუფციისა და სამსახურებრივი გულგრილობის გამო, ბრალს წაუყენებენ.
დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი, მათ შორის, უფროსი ბადრი ფარტენაძე და მოადგილე ასლან სმირბა უმუშევარი დარჩნენ, მას შემდეგ, რაც ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ქართველ მეზღვაურებს, ევროკავშირის ქვეყნების დროშით მცურავ გემებზე მუშაობა აეკრძალათ.
საკრუინგო კომპანია „ქუინსვეი სერვისის“ დირექტორი ვადიმ კოროლიოვი, რომელიც ათი წელია ქართველ მეზღვაურებს ევროკავშირის გემებზე ასაქმებს, „ამერიკის ხმასთან“ ამბობს:
„დღეისათვის მეზღვაურს ქართული დიპლომით ვეღარ ვასაქმებთ. ეს პრობლემა უფრო მწვავედ თავს სამი-ოთხი თვის შემდეგ იჩენს. იმ ქართველ მეზღვაურებს, რომლებიც ახლა გემებზე არიან, ერთ დღეში ვერ ჩამოსვამენ. როცა დიპლომებს ვადა გაუვათ, ისინი სამუშაოს დაკარგავენ.ვადიმ კოროლიოვი, საკრუინგო კომპანია „ქუინსვეი სერვისი“
„დღეისათვის მეზღვაურს ქართული დიპლომით ვეღარ ვასაქმებთ. ეს პრობლემა უფრო მწვავედ თავს სამი-ოთხი თვის შემდეგ იჩენს. იმ ქართველ მეზღვაურებს, რომლებიც ახლა გემებზე არიან, ერთ დღეში ვერ ჩამოსვამენ. როცა დიპლომებს ვადა გაუვათ ისინი სამუშაოს დაკარგავენ.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გადადგამს ყველა ნაბიჯს, რომ ევროკავშირმა ისევ აღიაროს ქართული სასწავლო და სამუშაო დიპლომები მაშინ ყველაფერი კარგად იქნება, თუ ეს არ მოხდა, მაშინ სამწუხაროდ, ჩვენი კომპანია იძულებული იქნება ქართველი მეზღვაურები სხვებით ჩავანაცვლოთ.“
ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს (EMSA) ექსპერტებმა ჯერ კიდევ, 2006 წელს შეისწავლეს საქართველოში მეზღვაურთა განათლებისა და სწავლების სტანდარტები.
კონკრეტული შენიშვნები ეხებოდა - კორუფციას დიპლომებისა და სამუშაო სერთიფიკატების გაცემის დროს, სწავლების დონეს საზღვაო სასწავლებლებში და სასწავლო გემების დეფიციტს.
ევროკომისიის ბოლო განცხადებაში ვკითხულობთ, რომ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, პრობლემები ისევ დარჩა და სწორედ ამ მიზეზით - მეზღვაურთა ქართული დიპლომები, წიგნაკები და STCW კვალიფიკაციის სერთიფიკატები ევროკავშირის „შავ სიაში“ მოხვდა.
ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტი სიიმ კალასი 22 ნოემბრის გადაწყვეტილებაში, აღნიშნავს, რომ "საქართველოს ხელისუფლების პასუხების შეფასებამ დაადასტურა, რომ ადრე გამოვლენილი ხარვეზების უმეტესობა გადაუჭრელი დარჩა".
შესაბამისად, ევროკომისიამ საქართველოს მიერ გაცემული მეზღვაურთა განათლების, წვრთნისა და სერტიფიცირების კომპეტენციის სერტიფიკატების აღიარება, რომელიც ქვეყანას მინიჭებული ჰქონდა, 2001 წლის დირექტივის 18 მუხლის შესაბამისად, ოფიციალურად გააუქმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან და პრემიერმა გილაურმა არაფერი იცოდნენ:
„მე მაინტერესებს ორო საკითხი. პირველი - როგორ მოვედით აქამდე?! ვის კისერზეა ეს უბედურება?! და, მეორე - როგორ უნდა გამოვასწოროთ ეს დაუყოვნებლივ?! აშკარაა სახეზე, მინიმუმ უპასუხისმგებლობა და შეიძლება დანაშაულიც თანამდებობის პირების მხრიდან!
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება - არსებული საზღვაო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი დათხოვნილ იქნას სამსახურიდან! რა თქმა უნდა, ეს ხალხი უშუალოდ აგებს პასუხს იმ განუკითხაობაზე, რაც არის ამ სფეროში!
სანამ თავზე არ დაგვეცა ეს სანქცია და ჩვენი რამდენიმე მეზღვაური არ დატოვეს სამუშაოს გარეშე, მანამდე ამ პრობლემის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ მოსულა ჩემს დონემდე და არც პრემიერ-მინისტრის დონემდე!“
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება - არსებული საზღვაო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი დათხოვნილ იქნას სამსახურიდან! რა თქმა უნდა, ეს ხალხი უშუალოდ აგებს პასუხს იმ განუკითხაობაზე, რაც არის ამ სფეროში!მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტი
დღეისათვის, საზღვაო სფეროს მომავალ მუშაკებს, განათლების სამინისტროს მიერ სერთიფიცირებული, ექვსი სასწავლო დაწესებულება ამზადებს.
მათ შორის უდიდესია, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, სადაც 1600-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, რომელსაც მთავრობამ ზაფხულში, სასწავლო გემი "აკადემია" გადასცა.
220 სტუდენტია ბათუმის კერძო „საზღვაო სასწავლო ცენტრ ანრიში“. სასწავლო გემი ამ სასწავლებელსაც გააჩნია.
სასწავლებლის მეპატრონე, წარსულში შორეული ნაოსნობის კაპიტანი, მეცნიერებათა დოქტორი ანზორ დიასამიძე მეზღაურებისთვის ყალბი დიპლომების და სერთიფიკატების გაცემის ფაქტების არსებობას, "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში უარყოფს:
„ბოლო ხუთი წელია, აბსოლუტურად გამოვრიცხავ მაგ ვარიანტს, რომ ყოფილიყო ყალბი სამუშაო ან სასწავლო დიპლომების გაცემა. თუ ახლა ვიღაცა ამას გვერდზე აკეთებდა, ამას ვერ გეტყვით. საზღვაო ადმინისტრაციიდან ან ჩვენი სასწავლებლიდან რომ გამოსულიყო ყალბი დიპლომები, ნებისმიერ ვარიანტს გამოვრიცხავ!
ევროკომისიის მხრიდან იყო შენიშვნები, ჩემი ცენტრიც შეამოწმეს. ეს შენიშვნები ჩვენ აღმოვფხარით, გადავეცით ინფორმაცია საზღვაო ადმინისტრაციას, რომელსაც ეს ინფორმაცია უკვე ევროკავშირის შესაბამის კომიტეტში უნდა გაეგზავნა. გააგზავნა, არ გააგზავნა - ეს უკვე ადმინისტრაციის უფროსებს უნდა ვკითხოთ!“
საპირისპირო მოსაზრება აქვს ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციის ITF წარმომადგენელს საქართველოში. მერაბ ჩიჯავაძის აზრით, დიდი კონკურენციის, დაბალი კვალიფიკაციისა და უცხო ენის არცოდნის გამო, ქართველ მეზღვაურთა უდიდესი ნაწილი იაფი მუშახელის კატეგორიაში ხვდება.
თუ ახლა ვიღაცა ამას გვერდზე აკეთებდა (მეზღვაურის დიპლომს აყალბებდა) ამას ვერ გეტყვითანზორ დიასამიძე, ბათუმის კერძო საზღვაო სასწავლო ცენტრი "ანრი“
ქართველ მეზღვაურთა ამ კატეგორიას გემთფლობელები დამამცირებელი ანაზღაურებით, უკონტრაქტოდ და დაზღვევის გარეშე ამუშავებენ.
არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 4000-ზე მეტი მეზღვაურია და აქედან ევროკავშირის გემებზე მხოლოდ 300-მდე მეზღვაური მუშაობს.
მერაბ ჩიჯავაძე "ამერიკის ხმასთან" ამბობს, რომ სანქცია მართლაც მკაცრია, თუმცა, შეიძლება სექტორზე დადებითად იმოქმედოს
„ჩემი აზრით, ეს სანქცია უფრო კარგია, საზღვაო ადმინისტრაცია მომავალში გაამკაცრებს დიპლომებისა და სერთიფიკატების გაცემას და მადლობა ღმერთს, ყოველი მეორე ზღვაში არ წავა!
წავა ზღვაში მხოლოდ ის, ვინც იცის პროფესია და ვინც იცის ინგლისური ენა. ყოველი მეორე, მეწაღე და კიდევ ვიღაცეები ვეღარ წავლენ!
აქამდე ყველა რომ გარბოდა კისრის ტეხვით თურქულ გემებზე, ეს ასე, რა თქმა უნდა, უკვე არ იქნება. მთავარი პრობლემა არის, ერთი - მეზღვაურის პროფესიის კომპეტენტურად შესწავლა და მეორე - რა თქმა უნდა ინგლისური ენის სწავლა.“
ეს სანქცია უფრო კარგია, საზღვაო ადმინისტრაცია მომავალში გაამკაცრებს დიპლომებისა და სერთიფიკატების გაცემას და ყოველი მეორე ზღვაში არ წავა!მერაბ ჩიჯავაძე, ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაცია ITF
საქართველო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის IMO წევრი 1993 წლის ივნისში გახდა. 2001 წლიდან დღემდე, გარკვეული დათქმებით, ჩვენი ქვეყანა ამ ორგანიზაციის „თეთრ სიაში“ იყო, ახლა კი, დიდი ძალისხმევა, შეიძლება წლები და დიდი რეფორმა დასჭირდება, რომ „შავ სიას“ თავი დააღწიოს.
პირველი ნაბიჯი ამ მიმათულებით, ამ კვირაშივე გადაიდგმება. ხვალ ბათუმში ბულგარეთის საზღვაო ადმინისტრაციის დელეგაცია ჩამოდის, რომელმაც ქართველ ზღვაოსნებს ევროკომისიასთან უნდა უშუამდგომლოს.
საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტი სტუმრებს ახალი მენეჯმენტით დახვდება. ახალი უფროსი, სავარაუდოდ, კაპიტანი მამუკა ახალაძე იქნება, რომელიც ბოლო ათი წელი კომპანია Columbia Shipmanagement მუშაობს.
მსოფლიო საზღვაო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მოთამაშე Columbia Shipmanagement ამჟამად ქართველ მეზღვაურთა ყველაზე დიდი დამსაქმებელია.
საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსი ბადრი ფარტენაძე და მოადგილე ასლან სმირბა (ფოტოზე - განათლების მინისტრ შაშკინის უკან) თანამდებობიდან მოხსნეს