ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ზუმის" აპლიკაციაში თქვენი მონაცემები სრულად დაცული არ არის


აპლიკაცია "ზუმი", რომელსაც კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის დროს, მილიონობით ადამიანი, კომპანია, უნივერსიტეტი თუ საჯარო სკოლა ონლაინ კომუნიკაციისთვის იყენებს, შესაძლოა უსაფრთხო არ იყოს.

აპლიკაციას 2020 წლის მარტში დაახლოებით 200 000 მილიონი მომხმარებელი შეემატა. "ზუმით" ტარდება თათბირები, იმართება შეხვედრები, მიმდინარეობს სასწავლო პროცესი - სწორედ ამიტომ, აპლიკაციის მიმართ მესამე დაინტერესებული მხარის ინტერესიც გაზრდილია.

შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიურო ამბობს, რომ აღრიცხულია ორი შემთხვევა, როდესაც სასწავლო პროცესის დროს აპლიკაციაში დაუდგენელი პირი დააფიქსირეს, მეტსახელად „ზუმბომბინგი“. სწორედ ამიტომ, ფედერალური ბიურო აფრთხილებს მოქალაქეებს და კომპანიებს შეიკავონ თავი აპლიკაციის გამოყენებისგან.

სერვერში აღმოჩენილი ხარვეზების გამო, აპლიკაციის გამოყენებაზე უარი თქვა კომპანია „ტესლამაც“. მილიარდერ ელონ მასკის კომპანია ფიქრობს, რომ "ზუმის" აპლიკაციაში ბევრი ხარვეზი ფიქსირდება პირადი ინფორმაციის უსაფრთხოების კუთხით.

აპლიკაცია "ზუმის" მწარმოებლები პრობლემებს აღიარებენ და 90 დღის განმავლობაში აპლიკაციის განახლების პირობას დებენ, რომელიც მათი თქმით, არსებულ პრობლემებს შეცვლის.

სპეციალისტები გვირჩევენ, მანამ სანამ „ზუმის“ შემქმნელები პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობენ, გამოიყენოთ სხვა კომპანიების აპლიკაციები, რომელიც საშუალებას მოგცემთ ონლაინ კომუნიკაცია მაღალი სტანდარტით განახორციელოთ.

მსგავს სერვისს გვთავაზობს მაგალითად, კომპანია „ფეისბუქი“. საუბარია „ფეისბუქ ვორქფლეისზე", რომლის უფასო ვერსია საშუალებას მოგცემთ გამართოთ ვიდეოკონფერენცია 20 ადამიანის მონაწილეობით და გააკეთოთ ლაივსტრიმინგი. ასევე შეგიძლიათ შექმნათ ათობით ჯგუფი და მართოთ ისინი.

ანალოგიურ მომსახურებას გვთავაზობს კიდევ ერთი პლატფორმა „მაიკროსოფტ თიმსი“, რომელიც საშუალებას იძლევა ვაწარმოოთ მიმოწერა, გავაზავნოთ ფაილები, მოვაწყოთ ვიდეო და აუდიო კონფერენციები გუნდთან, ასევე შევქმნათ ჯგუფები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG