ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიენენ-ის წამყვანს, ნიუ-იორკის გუბერნატორის ძმას, კორონავირუსი დაუდასტურდა


"სიენენის" წამყვანს, კრის კუომოს, რომელიც ნიუ-იორკის გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს ძმაა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას, თავად ტელეკომპანია "სიენენი" ავრცელებს.

წელეწამყვანი თავს კარგად გრძნობს და ის სახლიდან მუშაობას განაგრძობს. მისი გადაცემა, "კუომო პრაიმ თაიმი" ეთერში უცვლელად გავა.

"ამ რთულ დროში, როგორც ჩანს დღითიდღე ვითარება სულ უფრო რთულდება. ახლახანს დამიდასტურდა კორონავირუსი. ვგრძნობ ცხელებას და სუნთქვის უკმარისობას. იმედი მაქვს, რომ არ დავაინფიცირე ბავშვები და მეუღლე. ეს კიდევ უფრო უარესად მაგრძნობინებს თავს, ვიდრე ეს ავადმყოფობა."

ტელეწამყვანი აცხადებს, რომ თვითკარანტინში საკუთარ სარდაფში იქნება, საიდანაც ტელეგადაცემებს მოამზადებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG