ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უვარგისი ჩინური ტესტები - პეკინი კონტროლს ამკაცრებს


კორონავირუსის პანდემიის პიკის დროს, მაშინ როცა მსოფლიო ადამიანების გადარჩენას ცდილობს, რამდენიმე ჩინური კომპანიის მიერ წარმოებული ტესტები უვარგისი აღმოჩნდა. ტესტები, ძირითადად, ევროპულ ქვეყნებში გაიგზავნა, სადაც მუშაობის პროცესში აღმოაჩინეს, რომ ტესტები უვარგისი იყო.

ევროპაში არსებული შედარებით მარტივი რეგულაციებიდან გამომდინარე, ჩინური კომპანიების ნაწილმა ამით ისარგებლა და დაჩქარებული წესით შექმნილი ტესტირების აპარატები ევროპაში გაყიდა. ტესტები ნაკლებად მგრძნობიარე იყო და მათი საშუალებით კორონავირუსის დადგენა სწორად ვერ ხერხდებოდა. ოფიციალური მონაცემებით, ტესტები 11-მა ქვეყანამ შეიძინა.

მომხდარის გამო ევროპული ქვეყნების ლიდერებმა მკაცრი განცხადებები გააკეთეს, რის გამოც ოფიციალურმა პეკინმა ქვეყანაში წარმოებულ ტესტებზე კონტროლი გაამკაცრა.

ახლა უკვე ტესტების მწარმოებელ კომპანიები ვალდებულები არიან გაიარონ რეგისტრაცია ნაციონალური სამედიცინო პროდუქტების ადმინისტრაციაში და მიიღონ საჭირო სერთიფიკატი.

ჩინურ კომპანიასთან სწრაფ ტესტებზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა საქართველოც, თუმცა განვითარებული მოვლენების ფონზე ქვეყანამ მიმდინარე მოლაპარაკება გააუქმა და ჩინეთიდან ტესტების შემოტანა შეწყვიტა.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩინეთიდან ტესტები არ შემოსულა და არც თანხა გადახდილა. აქვე მინისტრმა ტიკარაძემ თქვა, რომ სანამ ტესტების გამოყენება დაიწყება ის სპეციალურ შემოწმებას გადის და მოსახლეობა მშვიდად უნდა გრძნობდეს თავს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG