ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ესპანეთმა ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვით ჩინეთს გაუსწრო


ორშაბათს ესპანეთმა კორონავირუსით გარდაცვალების 812 ახალი გარდაცვალების შესახებ გამოაცხადა. 6 ათასი დადასტურებული ახალი შემთხვევით კი ის შეერთებულ შტატებსა და იტალიასთან ერთად მესამე ქვეყანა გახდა, რომელმაც ამით ჩინეთის მთლიან რიცხვებს გაუსწრო.

ვირუსის სწრაფი გავრცელების შესაჩერებლად, ესპანეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში კარანტინი ორი კვირის წინ გამოაცხადა.

ასეთ ტაქტიკას, მთელი მსოფლიოს მთავრობები მიმართავდნენ, მათ შორის მოსკოვში, სადაც ორშაბათს ახალი შეზღუდვები დააწესეს და ადამიანებს სახლის დატოვების უფლებას მხოლოდ ძირითად სამსახურებში მისასვლელად, საკვების და წამლის საყიდლად ან გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მისაღებად აძლევენ.

ნიგერიის პრეზიდენტმა ქვეყნის დედაქალაქ აბუჯაში და უდიდეს ქალაქ ლაგოსში, სახლში დარჩენის ბრძანება გამოსცა და თქვა, რომ ქვეყნის სხვა ნაწილებიდან ამ ქალაქებში შესვლას და იქიდან გასვლას თავი უნდა აარიდონ.

ზიმბაბვეში, ორშაბათიდან სამკვირიანი კარანტინის ბრძანება გამოსცეს, მსგავს ზომებს მიმართავენ ნეპალში, სლოვენიაში და არგენტინაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ორშაბათის ყოველდღიურ კომენტარებში, ჯანდაცვის ძირითადი პროდუქტების გადაადგილების თაობაზე მსჯელობისას თქვა: “განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს აფრიკის, აზიის და ლათინური ამერიკის დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს”.

შეერთებულ შტატებში, სადაც მსოფლიოში ყველაზე მეტი შემთხვევა აღირიცხა, ნიუ-იორკმა გარდაცვალების 1000 შემთხვევის ნიშნულს გადააბიჯა. ნიუ-იორკის საავადმყოფოებს ამერიკის სამხედრო ფლოტის გემი-ჰოსპიტალი “კომფორტი”შეეშველება, რომელზეც ვირუსის არმქონე პაციენტებს განათავსებენ და ქალაქის საავადმყოფოებში კორონავირუსით ინფიცირებულთათვის ადგილებს გამოათავისუფლებენ. მეორე ასეთივე გემი-ჰოსპიტალი “მერსი”, ლოს-ანჯელესის ლონგ ბიჩის პორტში, კვირა დღიდან პაციენტებს უკვე იღებს.

იტალიამ, რომელსაც ამ დრომდე, გარდაცვალების ყველაზე შემთხვევა ჰქონდა და კვირების განმავლობაში მკაცრ კარანტინშია, კვირას კიდევ 750 გარდაცვალების შესახებ გამოაცხადა, მაგრამ ინფიცირების ახალი შემთხვევების შენელების გამო, იმედის ნიშნები დაინახა.

ბრაზილიის პრეზიდენტი ბოლსონარო “ტვიტერის” წესებთან კონფლიქტში მოვიდა, როდესაც რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ადამიანების ჯგუფებს ხვდებოდა და ბიზნესების დაკეტვის და ადამიანების შეკრების არდაშვების მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებდა. “ტვიტერმა” განაცხადა, რომ დაბლოკავს პოსტებს, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. მედია კომპანიამ ბოლსონაროს ორი პოსტი წაშალა და თქვა, რომ ის პოსტები წესებს არღვევდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ორშაბათს გამოაცხადა, რომ პაციენტების მოზღვავების ფონზე, საავადმყოფოები მთელ მსოფლიოში დეფიციტს განიცდიან და “დიდი ოცეულის” ვაჭრობის მინისტრებთან, სამედიცინო პროდუქცით მომარაგების ნაკლებობის საკითხი განიხილა.

XS
SM
MD
LG