ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის მთავრობა ვირუსზე ტესტირებას გაახშირებს


UK Coronavirus

ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტირება უფრო მეტ ადამიანს ჩაუტარდება. ტესტების გამო მათ ბევრი აკრიტიკებდა და ამბობდა, რომ ბრიტანეთის მთავრობა მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს ამოწმებდა ვირუსზე.

ოფიციალური პირების განმარტებით, ტესტირებაა მთავარი კომპონენტი კორონავირუსთან საბრძოლველად. განსაკუთრებით იმისთვის, რომ გაირკვეს მედიკოსები, რომლებიც ახლა ბრძოლის წინა ხაზზე არიან, არიან დაავადებული კორონავირუსით და შეძლებენ თუ არა სამსახურში სიარულს.

ბრიტანეთი მეზობლებისგან განსხვავებით მართლაც ნაკლებ ტესტირებას ატარებს. მაგალითად, მაშინ, როცა გერმანია კვირის განმავლობაში 500,000 ადამინს უტარებს ტესტირებას, ბრიტანეთში ეს რიცხვი დღეში მხოლოდ 12,750-ია. მთავრობის წარმომადგენლები პირობას დებენ, რომ ეს რიცხვი აპრილის თვეში გაორმაგდება.

"ტესტირებების იმედი მაქვს... ამ კვირაში საგრძნობელ ზრდას დაინახავთ. ველოდებით, რომ მინიმუმ 15,000 ადამიანის ტესტირება მოხდება ამ კვირაში და შემდეგ კიდევ უფრო წინ წავალთ," თქვა მინისტრმა რობერტ ჯენრიკმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

ბოლო მონაცემებით, ბრიტანეთში კორონავირუსით 1,789 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვალების მონაცემები ერთ დღეში 27%-ით გაიზარდა.

XS
SM
MD
LG