ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებმა ბუნებრივი აირის კონტრაქტზე ისაუბრეს


ფოტოზე: ვოლოდიმირ ზელენსკი ჟურნალისტებს ხვდება. 10 ოქტომბრის ფოტო, 2019წ.
ფოტოზე: ვოლოდიმირ ზელენსკი ჟურნალისტებს ხვდება. 10 ოქტომბრის ფოტო, 2019წ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან უკრაინისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების ახალ კონტრაქტზე ისაუბრა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი ორშაბათს შედგა.

ზელენსკი თვლის, რომ რუსეთთან ახალი ხელშეკრულების დადება უკრაინისთვის პრიორიტეტული საკითხია. ის ასევე მნიშვნელოვანია ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

არსებული კონტრაქტის ვადა წელს იწურება. ერთმანეთში მეომარ ორ ქვეყანას შორის კი მოლაპარაკება ჭიანურდება. ეს ყოველივე საფრთხეს უქმნის ევროპის სახელმწიფოებს, რომელთაც ბუნებრივი აირი უკრაინის გავლით მიეწოდება. ბოლო 15 წლის მანძილზე, ევროპელ მომხმარებლებს ზამთარში კრიტიკულად მნიშვნელოვანი გაზის მიწოდება ორჯერ შეუწყდა, 2006 და 2009 წლებში.

რუსეთს და უკრაინას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით გართულდა 20014 წლის შემდეგ, როცა რუსეთმა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის, ყირიმის ანექსია განახორციელა. უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში დღესაც გრძელდება დაპირისპირება კიევს და უკრაინელ სეპარატისტებს შორის, რომელთაც მოსკოვი უჭერს მხარს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG