ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი და უკრაინა ხომალდებთან დაკავშირებით ბრალს ერთმანეთს სდებენ


უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის მიერ კვირის დასაწყისში დაბრუნებული საზღვაო ხომალდები ცუდ მდგომარეობაში იყო და მათ ძირითადი კომპონენტები აკლდა. ხომალდების ინსპექციის შემდეგ, უკრაინის საძღვაო ძალების მეთაურმა, ვიცე-ადმირალმა იჰორ ვორონჩენკომ უკრაინული ტელევიზიით განაცხადა, რომ ხომალდის დაბრუნება უსაფრთხო მიწაზე სწორედ მისმა სავალალო მდგომარეობამ შეაფერხა.

ხომალდები უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც დაათვალიერა და ცნობების თანახმად, განაცხადა, რომ მათ წესრიგში მოყვანას სამი თვე დასჭირდება.

მოსკოვში, უსაფრთხოების ფედერალური სამსახური უარყოფს ამ ცნობებს. "რია ნოვოსტის" ცნობით, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ადგილი საბოტაჟს ჰქონდა და რომ ხომალდები იმავდროულად, "ნორმალურ" მდგომარეობაშია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG