ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორონავირუსის შესაჩერებლად $675 მილიონია საჭირო


ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცის გენერალური დირექტორი
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცის გენერალური დირექტორი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის გლობალურად გავრცელების აღსაკვეთად $675 მილიონ დოლარს ითხოვს. აღნიშნული განცხადება ჟენევაში გააკეთა ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა. მისი თქმით, უცხოეთში ვირუსისგან დაღუპვის შემთხვევების სიმცირე, მცირე იმედს იძლევა, რომ შესაძლოა გლობალური აფეთქების პრევენცია მოხდეს.

"ჩვენი უდიდესი შეშფოთების საგანია ის, რომ შესაძლოა მისი გავრცელება ისეთ ქვეყნებში მოხდეს, სადაც ჯანდაცვის სისტემები უფრო სუსტია და სადაც არ აქვთ მისი დეტექციის, ან დიაგნოსტირების საშუალება" - აღნიშნავს ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ინფიცირებულია 24 363 ადამიანი და დაღუპულია 490. ჩინეთის საზღვრებს გარეთ ინფიცირებულია 191 ადამიანი და დაღუპულია 2.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG