ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფაქტები კორონავირუსზე - რა ხდება დღეს ჩინეთში და მსოფლიოში 


კორონავირუსით დაავადებულთა და დაღუპულთა რიცხვი იზრდება. ჩინეთი თანდათან უფრო ექცევა იზოლაციაში. ბოლო მონაცემებით, ჩინური ვირუსით 30 000-მდე ადამიანია ინფიცირიებული, დაღუპული კი 363 ადამიანია.

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის თავად ჩინეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 17, 205-ს აღწევს, იაპონიაში - 20-ს, ხოლო ტაილანდში - 19-ს. რაც შეეხება დაღუპულთა სტატისტიკას: ჩინეთში 362 ადამიანია ვირუსით დაღუპული, ფილიპინებში ერთი. ვირუსისგან განიკურნა 500-მდე ადამიანი.

გასულ კვირას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, კორონავირუსის გავრცელების გამო, საგანგებო ვითარება გამოაცხადა. ცოტა ხნის წინ კი, ორგანიზაციამ ვიდეოგრაფიკა გაავრცელა, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ გამოიყურება ე.წ. მკვლელი ვირუსი.

როგორ გამოიყურება კორონავირუსი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:33 0:00

ვირუსის საფრთხე - რა ხდება ჩინეთში?

ვითარება ჩინეთში საკმაოდ მძიმეა. მილიონობით ადამიანი კარანტინშია. დაცარიელებულია ქალაქები, მათ შორის ჩინეთის დედაქალაქიც.

კორონავირუსი - ჩინეთის დედაქალაქი დაცარიელებულია
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:11 0:00

რაც შეეხება პროვინციას, სადაც ვირუსი თავდაპირველად გავრცელდა აქ მილიონობით ადამიანი კარანტინში აგრძელებს ცხოვრებას. დაცარიელებულია ქ. ვუჰანის ქუჩები და მაღაზიები. უკვე დასრულდა ორი საავადმყოფოს მშენებლობაც, რომელიც ჯამში 2 000 პაციენტის მიღებას შეძლებს.

კორონავირუსის სამკურნალოდ, ჩინეთში საავადმყოფოები აშენდა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:34 0:00

ვუჰანიდან სხვადასხვა ქვეყნები საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას აგრძელებენ. რამდენიმე საათის წინ, ავსტრალიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ საკუთარი მოქალაქეების გაყვანას გეგმავს.

რამდენიმე წუთის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ვუჰანის პროვინციიდან კანადამ ყველა თავისი მოქალაქის ევაკუაცია განახორციელა.

ვუჰანიდან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 200 მოქალაქე უკვე გამოიყვანა, სპეცრეისები შეასრულა საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა. ევაკუაცია საკუთარი მოქალაქეების განახორციელა თურქეთმაც. ვუჰანიდნან ევაკურიებულ ადამიანებს შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან.

ევაკუირებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა:

ჩინეთიდან ამ დროისთვის სხვადასხვა ქვეყნის 1000-მდე ადამიანია ევაკუირებული. ყველა მათგანი ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც. კარანტინი ორკვირიანია, გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენას, შესაძლოა 2 კვირა დასჭირდეს.

კორონავირუსი და საქართველო

საქართველო, ვირუსის გავრცელების მხრივ, დაბალი რისკის ქვეყნებს შორის არის, თუმცა ამ დროისთვის რამდენიმე ადამიანი დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ისინი ინფექციურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. საბოლოო პასუხი მათ ინფიცირებასთან დაკავშირებით, ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

ვითარება ამერიკის შეერთებულ შტატებში:

ბოლო ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კორონავირუსი 11 ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებული ადამიანები სხვადასვა შტატებში იმყოფებიან და ისინი სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილები. ნიუ-იორკის მერიამ რამდენიმე საათის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკვირვება მიმდინარეობს ერთ-ერთ მოქალაქეზე, რომელიც ვუჰანიდან სულ რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პროვინციიდან 200 ამერიკელი გამოიყვანა, სპეციალური რეისი გასულ კვირას შესრულდა. ცოტა ხნის წინ, "როიტერის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელმა სპეციალისტებმა კიდევ ერთი შემთხვევა დააფიქსირეს, როდესაც კორონა ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადავიდა.

აშშ - ჩინეთი

გასულ კვირას ჩინეთს დახმარება ოფიციალურად შესთავაზა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რაზეც უარი მიიღო. ამერიკელ სპეციალისტებს ჩინეთმა უარი უთხრა დახმარებაზე და ვითარებაში გარვევაზე. დღეს კი ჩინური მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომელშიც ჩინეთი შტატებს ვირუსის გარშემო ვითარების დამძიმებაში ადანაშაულებს.

კორონავირუსი - ევროპა

ევროპის მასშტაბით, ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულია 23 ადამიანი. კარანტინში ამ დრომდე რჩება ათობით ადამიანი.

კორონავირუსი - რუსეთის რეაქციები

რუსეთში, ოფიციალური მონაცემებით, 2 ადამიანია ინფიცირებული. რამდენიმე საათის წინ, რუსეთის ახალმა პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნიდან ყველა იმ უცხოეთის მოქალაქის დეპორტაცია მოხდება, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდება. განცხადება რუსეთის მთავრობის სხდომაზე მიხეილ მიშუსტინმა გააკეთა.

კორონავირუსი - რუსეთის მთავრობის სხდომა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:17 0:00

კორონავირუსის გამო, ჩინეთის მიმართულებით რამდენიმე მსხვილმა ავიაკომპანიამ რეისები გაურკვეველი დროით გააუქმა.

კორონავირუსის შესახებ ინტერნეტ სივრცეში ბევრი არაზუსტი ინფორმაცია ვრცელდება, ამის გამო სოციალურმა ქსელმა "ფეიქბუკმა" გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც კომპანია ამბობს, რომ პლატფორმიდან დაუდასტურებელი ინფორმაციების აღება მოხდება.

ჩინეთში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, კომპანია "ეფლმა" ცოტა ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩინეთის გარკვეულ პროვინციებში მაღაზიები დახუროს.

ჩინეთის გარკვეულ პროვინციებში, კორონავირუსთან ერთად, ქათმის გრიპის ათობით შემთხვევაც დაფიქსირდა. ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია საგანგაშოდ აფასებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG