შეერთებული შტატების საგანგებო წარმომადგენელი ჩრდილოეთ კორეის საკითხებში ამ კვირის განმავლობაში ფხენიანში ჩავა. სტივენ ბიგანის ვიზიტის მიზანია ამერიკის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების რიგით მეორე შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაოების დასრულება.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბიგანი თავის ჩრდილოეთ კორეელ კოლეგას 6 თებერვალს შეხვდება. მოლაპარაკების მიზანია სინგაპურში, პირველ შეხვედრაზე "მიღწეულ პროგრესში დაწინაურება". ბიგანი ფხენიანში სეულიდან გაემგზავრება, სადაც კვირას, სამხრეთ კორეის ოფიციალურ პირებთან შესახვედრად ჩავიდა.
ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის ადგილი ჯერ არ არის დაზუსტებული. შესაძლოა, ის თვის ბოლოს ვიეტნამში გაიმართოს.
Facebook Forum