ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური პირი ვაშინგტონში ჩამოდის


სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ ჩრდილოეთ კორეის მაღალჩინოსანი დღეს პეკინში ჩავიდა. ის შემდეგ გეზს ვაშინგტონისკენ იღებს, სადაც სავარაუდოდ, შეერთებული შტატების და ჩრდილოეთ კორეის ლიდერთა შეხვედრის მოსამზადებელ სამუშაოში მიიღებს მონაწილეობას.

კიმ იონგ ჩოლი ჩინეთის ავიახაზების თვითმფრინავით ვაშინგტონში დღეს ჩამოდის. ის მოლაპარაკებას გამართავს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან და პარასკევს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში ეწვევა. სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტოები აცხადებენ, რომ კიმ იონგ ჩოლის ამერიკის პრეზიდენტთან ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ უნის წერილი მოაქვს.

გასული წლის ივნისში, მხარეებს შორი სინგაპურში ისტორიული, უმაღლესი დონის შეხვედრა შედგა. თუმცა, მოგვიანებით შეერთებულ შტატებს და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობა ისევ გართულდა. მას შემდეგ, რაც კიმ ჩენ უნი გასულ კვირას ჩინეთში ჩავიდა, ვარაუდობენ, რომ დონალდ ტრამპს და კიმ ჩენ უნს შორის უმაღლესი დონის სამიტი შესაძლოა ისევ გაიმართოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG