ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩენეთმა ჩრ. კორეის ლიდერის მოულოდნელ ვიზიტს უმასპინძლა


მატარებელი, რომლითაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ უნი გადაადგილდება

ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის და პეკინში ორ დღიანი ვიზიტის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ უნი ფხენიანში ბრუნდება. ის პეკინიდან სპეციალური მატარებლით ოთხშაბათს გაემგზავრა და ფხენიანში ხუთშაბათს იქნება.

ჩინეთი ჩრდილოეთ კორეის უმთავრესი დიპლომატიური და ეკონომიკური მოკავშირეა. მისი ვიზიტის დეტალები ბოლომდე ცნობილი არ არის, თუმცა არის მოსაზრება, რომ პეკინში მისი მოულოდნელი ვიზიტის დანიშნულება სი ძინპინთან კონსულტაციის გავლა იყო კიმსა და ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის, სავარაუდო, მეორე ვიზიტამდე.

სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო „იონჰაპის“ ცნობით, სამ დღიანი ვიზიტის დასრულების წინ კიმი ფარმაკოლოგიურ ნაგებობებს და პეკინთან ახლოს მდებარე ეკონომიკურ ზონას ეწვია. მოგვიანებით კი პრეზიდენტ სის და ჩინეთის პირველი ლედის მოწვევით მათთან ერთად ივახშმა.

პეკინიდან წასვლამდე ორი ქვეყნის ლიდერებს შორის კიდევ ერთი საქმიანი სადილი გაიმართა.

რამდენადაც ცნობილია, სამშაბათს კიმ ჩენ უნის დაბადების დღე იყო. ის, სავარაუდოდ, 36 წლის გახდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG