ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღება კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება


ფხენიანი აცხადებს, რომ თუ აშშ არ შეწყვეტს ჩრდილოეთ კორეიდან მომავალი „ბირთვული საფრთხის“ ხსენებას, ჩრდილოეთ კორეა გააგრძელებს ბირთვულ შეიარაღებას.

ჩრდილოეთ კორეის სწავლებათა ინსტიტუტის წარმომადგენელმა იონგუკ რუმ თქვა, რომ ის სულაც არ არის გაკვირვებული ჩრდილოეთ კორეის განცხადებით და რომ მისი რწმენით, ყველა მხარეს, სამხრეთ კორეის ჩათვლით, განსხვავებული წარმოდგენა ჰქონდა ბირთვული განიარაღების ტერმინზე. მისი თქმით, ანალიტიკოსებმა იცოდნენ, რომ ფხენიანი გულისხმობდა ამერიკული ძალების გასვლას კორეის ნახევარკუნძულიდან, ისევე, როგორც ბირთვული საფრთხის მოხსნას ამერიკის მხრიდან.

ასანის ინსტიტუტის წარმომადგენელი, სონგ უონ ჩენი კი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეამ გააგრძელა ბირთვული პროგრამების წარმოება. თუმცა, ვაშინგტონთან იმავე პერიოდში ამტკიცებდა, რომ მათი შეწყვეტის პროცესში იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG