ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანი ვაშინგტონისგან დათმობებზე წასვლას მოითხოვს


კიმ ჩენ ინი
კიმ ჩენ ინი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ უნი აცხადებს, რომ თუკი შეერთებული შტატები გააგრძელებს ფხენიანის წინააღმდეგ სანქციებს, რომელიც ქვეყნის ბირთვული განიარაღებისკენაა მიმართული, მისი კეთილგანწყობა ვაშინგტონისადმი ამოიწურება.

საახალწლო მიმართვაში, კიმმა განაცხადა, რომ მისი „მტკიცე სურვილია“ შეწყვიტოს ბირთვული იარაღის წარმოება და ბირთვული ცდები, და "არ გამოიყენოს ან გაავრცელოს“ არსენალი. მან აღნიშნა, რომ ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ამ წელს კიდევ ერთი შეხვედრისთვის ემზადება. თუმცა, კიმ ჩენ ინმა ხაზი გაუსვა, რომ ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა კურსი შეცვალოს, თუ ვაშინგტონი „შემხვედრ ქმედებებს“ არ განახორციელებს. მან ასევე მოუწოდა შეერთებულ შტატებს და სამხრეთ კორეას, დაასრულონ ერთიანი სამხედრო წვრთნები.

კიმ ჩენ ინმა და პრეზიდენტმა ტრამპმა გასულ წელს სინგაპურში ისტორიულ სამიტზე ბუნდოვან შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც ფხენიანის განიარაღებისკენ იყო მიმართული. თუმცა, შეთანხმების შემდგომი მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რადგან ფხენიანი ვაშინგტონისგან სანქციების გაუქმებას ითხოვს მცირე პროგრესის სანაცვლოდ. ვაშინგტონი აცხადებს, რომ ფხენიანმა სრული ბირთვული განიარაღება უნდა განახორციელოს იქამდე, სანამ შეერთებული შტატები რაიმე დათმობაზე წავა.

ფხენიანი ასევე ითხოვს, რომ შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ მშვიდობის დეკლარაცია მიიღონ, რომელიც ოფიციალურად დაასრულებს მტრულ დამოკიდებულებას და ჩაანაცვლებს კორეის ომის შემდგომ 1953 წლის ზავს. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ამ პირობების შესრულების შემთხვევაში, სამხრეთ კორეაში ამერიკის სამხედრო წარმომადგენლობის შენარჩუნება რაციონალური აღარ იქნება.

მიუხედავად კიმის გამაფრთხილებელი ტონისა, სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტრომ ფხენიანის განცხადება მოიწონა და აღნიშნა, რომ ის ასახავს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის სრული ბირთვული განიარაღებისა და კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის დამყარებისთვის მზაობას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG