ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თქვენი ტკივილის გვესმის - უკრაინა პოლონეთს


უკრაინის პარლამენტის შენობა კიევში
უკრაინის პარლამენტის შენობა კიევში

უკრაინის პარლამენტის სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა პოლონეთს მეორე მსოფლიო ომის დროს მომხდარი მასობრივი სისასტიკის გამო მიუსამძიმრა. 80 წლის წინ, უკრაინელმა ნაციონალისტებმა ვოლინიში ათობით ათასი პოლონელი მოკლეს, რასაც ვარშავა გენოციდად აფასებს. პოლონეთს და უკრაინას შორის დაპირისპირებაში მაშინ 12 000-მდე უკრაინელიც დაიღუპა.

დღეს პოლონეთი უკრაინის ერთ-ერთი წამყვანი და მტკიცე მხარდამჭერია. თუმცა, ვოლინიში მომხდარი ტრაგედია ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობას დღემდე ჩრდილს აყენებს. პოლონეთის ისტორიაში ეს სისხლიანი პერიოდი 1943-დან 1945 წლამდე გაგრძელდა. ვარშავა ამბობს, რომ დაღუპულ პოლონელთა რიცხვი 100 000-ს აღწევს.

"ჩვენ გვესმის თქვენი საყვარელი ადამიანების დაკარგვის ტკივილის" - თქვა უკრაინის პარლამენტის სპიკერმა პოლონეთის მისამართით. რუსლან სტეფანჩუკმა ხუთშაბათს, 25 მაისს, თითოეული მსხვერპლის შთამომავალს მიუსამძიმრა: "ვოლინიში მომხდარი მოვლენების მონაწილე ყველა ოჯახს და მსხვერპლის შთამომავალს ვუცხადებ გულწრფელ სამძიმარს და მადლიერებას, საკუთარი წინაპრების ხსოვნის პატივისცემისთვის".

ერთი კვირის წინ გამოქვეყნებულ ინტერვიუში, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ლუკაზ ჯასინამ თქვა, რომ პოლონელ ხალხს თავად უკრაინის პრეზიდენტმა უნდა მოუბოდიშოს. მისი თქმით, ვოლინიში მომხდარის გამო ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელების სახელით, პატიება უნდა ითხოვოს. ამ განცხადებამ ვარშავაში უკრაინის ელჩის განაწყენებული რეაქცია გამოიწვია, თუმცა კიევი ამბობს, რომ ის "დიალოგისთვის გახსნილია".

უკრაინული ბიზნესის დახმარება კიევს პოლონეთიდან
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:34 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG