ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"აბრამსის" ტანკებზე უკრაინელების წვრთნა რამდენიმე დღეში დაიწყება - "ამერიკის ხმის" ექსკლუზივი


ფოტო არქივიდან: ამერიკელი ჯარისკაცები M1 Abrams ტანკზე. საწრვთნელი ბაზა, გერმანია, 2022 წლის 2 ივნისი.
ფოტო არქივიდან: ამერიკელი ჯარისკაცები M1 Abrams ტანკზე. საწრვთნელი ბაზა, გერმანია, 2022 წლის 2 ივნისი.

M1A1 Abrams-ის ტანკებზე უკრაინელების წვრთნას, აშშ-ის ძალები მოსალოდენელია, რომ „მომდევნო კვირაში“ დაიწყებენ. ამის შესახებ „ამერიკის ხმას“, პენტაგონის პრესმდივანმა, გენერალმა პეტ რაიდერმა სამშაბათს განუცხადა.

ამასთან, მაღალი რანგის ოფიციალური სამხედრო პირი, ანონიმურობის დაცვის პირობით აცხადებს, რომ მიმდინარე კვირაში, დაახლოებით 250 უკრაინელი, სწავლებებისთვის გერმანიაში ჩავა.

უკრაინელები სწავლებას „აბრამსის“ 31 ტანკზე გაივლიან. ტანკები გერმანიაში მიმდინარე თვის დასაწყისში ჩავიდა. ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, დამატებით კიდევ 31 M1A1 აბრამსის ტანკები, უკრაინაში შემოდგომაზე ჩავა.

მოსალოდენელია, რომ გერმანიაში დაგეგმილი სწავლებები, სავარაუდოდ, 10 კვირა გაგრძელდება და ფოკუსირებული იქნება ტანკების მართვაზე, კომბინირებული შეიარაღების ბრძოლაში მათ მანევრირებაზე და ასევე, მათ მოვლაზე, უთხრა ოფიციალურმა წარმომადგენელმა „ამერიკის ხმას“. მისივე ინფორმაციით, კურსის სტრუქტურა , აშშ-ის ხელმძღვანელობით ჩატარებული წინა წვრთნების მსგავსი იქნება, როცა უკრაინელები „ბრედლისა“ და „სტრაიკერის“ საბრძოლო მანქანებზე გაწვრთნეს. ეს საბრძოლო მანქანები უკრაინამ მიმდინარე წლის დასაწყისში მიიღო.

ხუთშაბათს, აშშ-ის თავდაცვის მდივანი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფთან ონლაინ შეხვედრას გამართავს. მოსალოდნელია, რომ 50-ზე მეტი ქვეყნის სამხედრო და თავდაცვის ლიდერები ყურადღებას გაამახვილებენ სახმელეთო საჰაერო თავდაცვაზე, საბრძოლო მასალის საჭიროებებზე და F-16-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების პილოტების წვრთნებზე, განუცხადა რაიდერმა ჟურნალისტებს.

რაიდერის თქმით, F-16-ზე წვრთნები ჩატარდება უკრაინის ფარგლებს გარეთ, ევროპულ ობიექტებზე, მაგრამ წვრთნები შესაძლოა კვირების ან თვეების განმავლობაში არ დაიყოს.

„F-16 უკრაინისთვის გრძელვადიან პერსპექტივაშია. ეს F-16-ები არ იქნება შესაბამისი მომავალი კონტრშეტევისთვის“, - თქვა მან.

მას შემდეგ, რაც თვეების განმავლობაში უკრაინა დასავლურ საბრძოლო თვითმფრინავებს ითხოვდა, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პარასკევს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ერთობლივ საერთაშორისო ძალისხმევას, თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების მომზადების კუთხით, მათ შორის F-16-ებზე.

განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე გრუშკო. რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, დასავლეთის ქვეყნები „კოლოსალური რისკების“ წინაშე დადგება, თუ ისინი უკრაინას F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს მიაწოდებენ.

XS
SM
MD
LG