ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის დახმარება თბილისს


სიუზან ფრიტცი

თბილისს წყალდიდობის შემდეგ მეგობარი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები ეხმარებიან. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ თბილისში ექსპერტების ჯგუფის გაგზავნაა. მისიის ორი წევრი უკვე თბილისშია და ადგილობრივ მთავრობასთან ერთად სტიქიის შედეგებს სწავლობს.

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)წყალდიდობითდაზარალებულ თბილისში სპეციალურ მისიას აგზავნის. წყალდიდობის შემდეგ არსებული მდგომარეობის შესასწვალად და საჭიროებების შესაფასებლად ექსპერტების ორი ჯგუფი თბილისში მომდევნო კვირას ჩავა.

ერთი ჯგუფი წყალგამყოფებზე და წყლის ნაკადების მენეჯმენტზე იმუშავებს, რათა მომავალში წყალდიდობების დროს მსგავსი ზიანის თავიდან აცილება შევძლოთ.
სიუზან ფრიტცი

საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სიუზან ფრიტცი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში აცხადებს, რომ მისია ძირითადად ორი მიმართულებით იმუშავებს:

“შეერთებული შტატების ტყეების სააგენტოსთან ერთად ვმუშაობთ, რათა თბილისის დახმარება შევძლოთ. გადავწყვიტეთ ექსპერტების მობილიზება და მომდევნო კვირას საქართველოში ორ ჯგუფს გავაგზავნით. ერთი ჯგუფი წყალგამყოფებზე და წყლის ნაკადების მენეჯმენტზე იმუშავებს, რათა მომავალში წყალდიდობების დროს მსგავსი ზიანის თავიდან აცილება შევძლოთ.”

ფრიტცის თქმით, ექსპერტების მეორე ჯგუფის მიზანი ზოოპარკის მდგომარეობის შესწავლაა. საჭიროებების შესწავლასთან და ტექნიკურ საკითხებთან ერთად ჯგუფი ზოოპარკის სხვაგან გადატანის ვერსიაზეც იმუშავებს.

“როგორც ვიცით ახლა მთავრობა მსოფლიო ბანკთან და გაეროს გავითარების ფონდთან ერთად საჭიროებების შემსწავლელ სრულ ანგარიშს ამზადებს, ჩვენ ამ ინფორმაციასაც გამოვიყენებთ. წინასწარი მოკვლევით ვიცით, რომ წყლის ნაკადების მენეჯმენტი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება, ისვე როგორც ზოოპარკი.”

ამ ეტაპზე უცნობია თუ ზუსტად რამდენი ექსპერტი მიიღებს მისიაში მონაწილეობას, ასევე უცნობია მისიის ბიუჯეტი. საერთაშორისო განვითარების საააგენტო აცხადებს, რომ სამოქმედო გეგმაზე და ფინანსურ მხარდაჭერაზე საუბარი მას შემდეგ შეეძლებათ, როცა ექსპერტების ჯგუფი მდგომარეობას ადგილზე შეისწავლის.

XS
SM
MD
LG