ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა იერუსალიმში საკონსულოს გახსნის გეგმაზე მუშაობას აგრძელებს 


ამერიკის სახლემწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს გეგმაზე მუშაობას, რომლის მიხედვითაც იერუსალიმში ამერიკის საკონსულო უნდა გაიხსნას.

ბლინკენი კონკრეტული ვადების დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამერიკა-ისრაელის პარტნიორობის ფარგლებში ყველა პროცესი გრძელდება და ძლიერდება.

აქვე, ამერიკის სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ ამერიკა გააგრძელებს ახლო ურთიერთობებს პალესტინელებთან.

„როგორც მე ვთქვი მაისში, ჩვენ გავაგძელებთ იერუსალიმში ამერიკის საკონსულოს გახსნის პროცესს, ასევე გავაგრძელებთ პალესტინელებთან კავშირების გაღრმავებას,“- განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.

ამერიკის საკონსულო იერუსალიმში 2019 წლიდან მოყოლებული დაკეტილია და საკონსულოს საქმეებს ამერიკის საელჩო ითავსებს. მაისში ამერიკის სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ საკონსულო მუშაობას განაახლებდა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG