ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებულმა შტატებმა სახმელეთო ბაზირების რაკეტა გამოსცადა


რუსეთმა შეერთებული შტატები სახმელეთო ბაზირების რაკეტის გამოცდის გამო გააკრიტიკა, რომელიც ჯერ კიდევ სამი კვირის წინ, ორ ქვეყანას შორის არსებული ხელშეკრულებით აკრძალული იყო.

პენტაგონის მიერ რაკეტის გამოცდის გამოცხადებიდან მეორე დღეს, რუსეთის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო „ტასსის“ თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აშკარად დაადგა „სამხედრო დაძაბულობის ესკალაციის გზას“ და „ძვირადღირებულ გამალებულ შეიარაღებაში“ რუსეთის ჩათრევა ვერ მოხდება.

პენტაგონის განცხადებაში ნათქვამია, რომ რაკეტა, რომელიც კალიფორნიის სან-ნიკოლასის კუნძულიდან გაუშვეს „500 კილომეტრზე მეტი ფრენის შემდეგ სამიზნეს ზუსტად მოხვდა“.

შეიარაღების შეზღუდვის თაობაზე, ათეულობით წლის წინ რუსეთთან დადებული ხელშეკრულების გამო, შეერთებულ შტატებს ადრე არ შეეძლო 500 დან 5500 კილომეტრამდე მოქმედების რადიუსის, სახმელეთო ბაზირების რაკეტებზე მუშაობა. 2 აგვისტოს შეერთებული შტატები ამ შეთანხმებიდან გამოვიდა და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში რუსეთი ამ შეთანხმებას არღვევდა. პენტაგონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რაკეტა ჩვეულებრივი და არა ბირთვული ქობინის გადასატანად იყო აღჭურვილი.

იმ დროს, როდესაც ანალიტიკოსები ძირითად ყურადღებას იმაზე ამახვილებენ, თუ ხელშეკრულებიდან გამოსვლა, მასზე ხელმომწერი რუსეთისთვის და შეერთებული შტატებისთვის რას ნიშნავს, ეს ცვლილება შეერთებულ შტატებს საშუალებას მისცემს ჩინეთის მიმართ საკუთარი პოზიციები განამტკიცოს. თავდაცვის მდივანმა ესპერმა თქვა, რომ ჩინეთის რაკეტების 80 პროცენტის მოქმედების რადიუსი 500-დან 5500 კილომეტრია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG