ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მთავარი ბრძოლა თავისუფლებისთვის აქ მიმდინარეობს - კიევში ჩასული ამერიკელი სენატორები


ამერიკელი სენატორი კრის კუნსი USAID-ის სადისტრიბუციო ცენტრში უკრაინელ მოხალისეს ხვდება. კიევი, უკრაინა. 3 ნოემბერი, 2022 წ.
ამერიკელი სენატორი კრის კუნსი USAID-ის სადისტრიბუციო ცენტრში უკრაინელ მოხალისეს ხვდება. კიევი, უკრაინა. 3 ნოემბერი, 2022 წ.

კიევში შეერთებული შტატების 2 სენატორი ჩავიდა. ხუთშაბათს ისინი ომში მყოფ უკრაინას, ამერიკელი ხალხის სახელით, ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელებას და ზამთრის გადატანაში დახმარებას დაპირდნენ.

დემოკრატმა კრის კუნსმა და რესპუბლიკელმა რობ პორტმანმა, კიევს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს უკრაინის ხალხის მიმართ სოლიდარობა და რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლებში, ქვეყნის თავდაცვის მხარდაჭერა. ისინი ხუთშაბათს ესტუმრნენ შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სადისტრიბუციო ცენტრს, სადაც უკრაინელ ოჯახებს შეხვდნენ.

"რუსეთმა ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატებას, კიდევ ერთხელ უპასუხა უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმით. ის ცდილობს შუქის გამორთვას, გათბობის გამორთვას, წყლის მიწოდების შეწყვეტას. ეს მდაბიოობაა. ეს სისასტიკეა" - განაცხადა რობ პორტმანმა უკრაინელ ოჯახებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

სენატორების ვიზიტი ამერიკაში 8 ნოემბერს დანიშნულ შუალედურ არჩევნებს სულ რამდენიმე დღით უსწრებდა წინ. კანონმდებლებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ კონგრესის არჩევნების შედეგების მიუხედავად, უკრაინის მიმართ ვაშინგტონის მხარდაჭერა არ შეიცვლება.

"დარწმუნებული ვარ იმაში, რომ უკრაინელი ხალხის მიმართ კონგრესში ორპარტიული მტკიცე ამერიკული მხარდაჭერა კვლავ გაგრძელდება" - თქვა სენატორმა კუნსმა. "შეერთებული შტატები დიდი ხანია თავისუფლებისთვის მებრძოლი ქვეყანაა. ეს კი დღეს თავისუფლებისთვის მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვანი ომია მთელ მსოფლიოში".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG