ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკანდახევის და დეზერტირობისთვის, რუსეთი ჯარისკაცების დასახვრეტად შესაძლოა მზად იყოს - ბრიტანეთის დაზვერვა


რუსი ჯარისკაცები დონეცკში ტყვეთა გაცვლის შემდეგ. ფოტო 2022 წლის 4 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ვიდეოდანაა აღებული.

რუსეთი შესაძლოა უკვე მზად იყოს, ესროლოს საკუთარ ჯარისკაცებს, ვინც უკრაინაში მიმდინარე ბრძოლებში უკან იხევს, ან დეზერტირობს. ინფორმაცია პარასკევს, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით გამართულ, ყოველდღიურ ბრიფინგზე გაავრცელა.

"დაბალი მორალური მზაობის და ბრძოლის სურვილის არქონის გამო, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სავარაუდოდ უკვე დაიწყეს 'საბარიერო ჯარების', თუ 'ბლოკადის ქვედანაყოფების' გადაყვანა" - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა. ამ ძალების დანიშნულებაა მეომრების შეშინება, რათა მათ მეტ წარმატებას მიაღწიონ იერიშებში.

ლონდონი ამბობს, რომ ამგვარ ქვედანაყოფებს "რუსეთის ძალები წინა კონფლიქტებშიც იყენებდნენ". ცოტა ხნის წინ რუს გენერლებს შორის თავად ამ საკითხის განხილვა, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ადასტურებს "რუსეთის ძალების დაბალ ხარისხს, დაბალ მორალურ მზადყოფნას და დისციპლინის არქონას".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG