ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის ახალმა პრემიერმა უკრაინას მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა


რიში სუნაკი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი. ლონდონი, 26 ოქტომბერი, 2022 წ.
რიში სუნაკი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი. ლონდონი, 26 ოქტომბერი, 2022 წ.

ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა. ეს რიში სუნაკის პირველი საერთაშორისო ზარია უცხოელ ლიდერთან. პრემიერი უკრაინაში რუს თავდამსხმელებთან მიმდინარე ბრძოლის "დასრულებამდე", ვოლოდიმირ ზელენსკის მტკიცე" მხარდაჭერას დაჰპირდა. ცოტა ხნით ადრე კი კრემლმა განაცხადა, რომ გაერთიანებულ სამეფოსთან ურთიერთობებში, დადებითი ძვრების მოლოდინის "საფუძველი" არ აქვს.

სუნაკის თქმით, ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი "მისი პრემიერობის განმავლობაში ისეთივე მტკიცე იქნება, როგორც - ყოველთვის. პრეზიდენტ ზელენსკის შეუძლია ჰქონდეს მისი მთავრობის სოლიდარობის გაგრძელების იმედი", - განაცხადა პრემიერის ოფისის პრესსპიკერმა.

მოგვიანებით გაკეთებულ ვიდეო-მიმართვაში, ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას და ბრიტანეთს შორის კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება. უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ღრმად სწამს, "დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვაში ბრიტანეთის ლიდერობა კიდევ უფრო განმტკიცდება".

ზელენსკიმ სუნაკი უკრაინაში მიიწვია. სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ სუნაკმა მას "რუსული აგრესიის წინაშე სრული მხარდაჭერა აღუთქვა".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG