ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიზ ტრასი - ბრიტანეთის ისტორიაში ყველზე ხანმოკლე პრემიერ-მინისტრი


თვისა და ორი კვირის შემდეგ, ლიზ ტრასმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. მიზეზი ბრიტანეთის ეკონომიკური კრიზისია. ტრასი პრემიერის თანამდებობაზე, 6 კვირის წინ აირჩიეს. ის იყო ბოლო პრემიერ-მინისტრი რომელიც დედოფალს გარდაცვალებამდე შეხვდა.

ტრასის ეკონომიკურმა ინიციატივამ, დიდი ბრიტანეთის ეკონომიკის შოკი გამოიწვია პრობლემები შეიქმნა ფინანსურ ბაზრებზე და განხეთქილება მოხდა კონსერვატიულ პარტიაშიც, რომელსაც რიზ ტრასი წარმოადგენს.

ტრასმა გადადგომის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა და აღნიშნა, რომ მან პარტიაში მხარდაჭერა დაკარგა.

„ვაღიარებ, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, არ მაქვს მანდატი, რომლითაც ამირჩია კონსერვატიულმა პარტიამ. ამიტომ მე ვესაუბრე მეფეს, რათა მეცნობებინა, რომ ვტოვებ კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობას“, - თქვა ტრასმა.

გადადგომის მიუხედავად, ლიზ ტრასი პრემიერ-მინისტრის მოვალეობას მემკვიდრის არჩევამდე შეასრულებს. კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერის და პრემიერ-მინისტრის არჩევნები მომდევნო კვირაში გაიმართება.

ტრასს კონსერვატიული პარტიის წევრებმა გადადგომისკენ მას შემდეგ მოუწოდეს, რაც მან თანამდებობიდან გაათავისუფლა ფინანსთა მინისტრი და უახლოესი პოლიტიკური მოკავშირე, კვასი კვარტენგი. სამთავრობო ცვლილებებსა და პოლიტიკური დაპირისპირების დროს გაუფასურდა ბრიტანული ფუნტი და დაეცა კონსერვატიული პარტიის რეიტინგები. 19 ოქტომბერს კი დიდ ბრიტანეთში ინფლაციის მაჩვენებელი, ბოლო 40 წლის განმავლობაში, რეკორდულ ნიშნულზე ავიდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG