ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ უკრაინისთვის HAWK-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის აღჭურვილობის გადაცემას განიხილავს - როიტერი


შეერთებული შტატები, საკუთარი საწყობიდან უკრაინისთვის „HAWK”-ის ტიპის საჰაერო ტავდაცვის აღჭურვილობის გაგზავნას განიხილავს. სააგენტო „როიტერთან“ ექსკლუზიურად საუბრისას, ანონომურობის დაცვის პირობით, ორი ამერიკელი ოფიციალური პირი აცხადებს, რომ ამერიკის ეს ნაბიჯი, უკრაინას დაეხმარება რუსული დრონებისა და ფრთოსანი რაკეთების თავდასხმისგან თავი დაიცვას.

“HAWK”-ის ინტერსეპტორული რაკეტები, განახლება იქნება „Stinger”-ის ტიპის სარაკეტო სისტემის, - უფრო პატარა და მოკლე დიაპაზონის საჰაერო თავდაცვის სისტემის, რომელიც შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის უკვე მიწოდებული აქვს.

„HAWK” აღჭურვილობა, ვიეტნამის ომის ეპოქის ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, თუმცა ის რამდენჯერმეა მოდერნიზებული და განახლებული. ამ სისტემის უკრაინისთვის გადასაცემად, ბაიდენის ადმინისტრაციამ, შესაძლოა პრეზიდენტის სპეციალური უფლებამოსილება გამოიყენოს, რომელიც საშუალებას იძლევა, საგანგებო სიტუაციების საპასუხოდ, სხვადასხვა ტიპის სამხედრო კომპონენტები და სერვისები მარაგებიდან, კონგრესის თანხმობის გარეშე, სწრაფად იქნას გატანილი.

„როიტერი“ ვერ აზუსტებს, „HAWK”-ის რამდენი სისტემა შეიძლება გადასცეს, აშშ-მა უკრაინას. სააგენტოს ცნობით, თეთრი სახლი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

„HAWK“ ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის, „PATRIOT“-ის წინამორბედია. “როიტერის“ წყაროები აცხადებენ, რომ უკრაინისთვის „PATRIOT”-ის ტიპის სისტემების გადაცემა, განსახილველ საკითხებს შორის კვლავ არ არის.

მიმდინარე თვის დასაწყისში, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განოხრციელებული საჰაერო თავდასხმების შემდეგ, პრეზიდენტი ბაიდენი, უკრაინელ კოლეგას დაჰპირდა, რომ ვაშინგტონი კიევს მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდის.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ესპანეთი მზად არის, უკრაინას „HAWK“-ის ოთხი გამშვები სისტემა გადასცეს.

24 თებერვლის შემდეგ, როცა რუსეთი უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, ვაშინგტონმა კიევს 17 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების უსაფრთხოების დახმარება გაუწია.

XS
SM
MD
LG