ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის კონგრესის კანონპროექტი ადმინისტრაციას ნატოდან გამოსვლას უკრძალავს


ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ სამშაბათს კანონპროექტი მიიღო, რომელიც ამერიკის ადმინისტრაციას ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსიდან გამოსვლას უკრძალავს. კონგრესში კანონპროექტს მხარი 357 წევრმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ კი ხმა 22-მა მისცა.

წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრის შემდეგ, კანონპროექტი “ნატოს მხარდამჭერი აქტი” სენატს გაეგზავნება. ის ადმინისტრაციას ფედერალური ბიუჯეტის გამოყენებას უკრძალავს ნატოდან გამოსვლის ხარჯების დასაფარად.

29 წევრიან ალიანსში, რომელიც 70 წლის წინ შეიქმნა, ამერიკა დღემდე წამყვანი ძალაა, როგორც ფინანსურად, ასევე სამხედრო აღჭურვილობისა და მომსახურე პერსონალის თვალსაზრისით.

კანონპროექტი ასევე ადასტურებს ამერიკის ერთგულებას კოლექტიური თავდაცვის მიმართ და მხარს უჭრს მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანებას და ევროპული შეკავების ინიციატივის მოქნილ დაფინანსებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ალიანსის წევრებმა 2024 წლამდე საკუთარ თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტი უნდა გამოყონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG