ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანას მოუწოდებს


ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ოთხი წლის წინ, ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ რუსეთის მოქმედებები არ იცვლება. ამჯერად, რუსმა მესაზღვრეებმა აზოვის ზღვაში ცეცხლი გაუხსნეს უკრაინულ გემებს. სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული მეზღვაურები და გემები, რომლებიც დაკავებულია.“

რუსეთის ჯარი იმყოფება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. რუსეთმა უნდა დაასრულოს ორივე რეგიონის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება და საკუთარი ჯარი გაიყვანოს საქართველოდან.

რუსეთის თანმიმდევრული მოქმედება, რომელიც მისი მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს, საქარველოზეც ვრცელდება, თქვა სტოლტენბერგმა.

„რუსეთის ჯარი იმყოფება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. რუსეთმა უნდა დაასრულოს ორივე რეგიონის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება და საკუთარი ჯარი გაიყვანოს საქართველოდან,“ თქვა გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგის განცხადებით, სწორედ რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო, ალიანსმა შავ ზღვაში წარმომადგენლობა გაზარდა, რაც მკაფიო გზავნილია რუსეთისთვის ალიანსის პოზიციაზე.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ დღეს ალიანსმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთში და ნატოს სხვა მისიებში შეტანილი დიდი წვლილისთვის და დასძინა, რომ „დღეს, ნატოს შეხვედრაზე, შევთანხმდით, რომ გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა, რათა საქართველო მოვამზადოთ ნატოში გაწევრიანებისთვის. ჩვენ ვაცნობიერებთ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც საქართველოს რეფორმების მხრივ აქვს.“

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურებმა ივლისში განაცხადეს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოსთვის დახმარების გაწევას საჭირო რეფორმების განხორციელებაში.

ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას, გენერალურმა მდივანმა ნატოს მხრიდან საქართველოს მიართ მხარდაჭერაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ „ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურებმა ივლისში განაცხადეს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოსთვის დახმარების გაწევას საჭირო რეფორმების განხორციელებაში. ჩვენ ვაფასებთ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს და ვაგრძელებთ საქართველოსთვის დახმარების გაწევას შეიარაღებული ძალების მოდერნიზებაში, ძლიერი ინსტიტუტების აშენებაში.“

სტოლტენბერგმა საქართველოში ცოტა ხნის წინ გახსნილ წვრთნისა და შეფასების ცენტრზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ნატოსთვისაც, რადგან ცენტრში თანამშრომლობის საფუძველზე ძლიერდება ნატოს თავდაცვისუნარიანობა და შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობა.

სტოლტენბერგმა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა „სოლიდარობის ძლიერ გზავნილად“ შეაფასა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG