ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს ლიდერები ბრიუსელში სამშაბათს შეიკრიბებიან


ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები სამშაბათს ბრიუსელში შეიკრიბებიან. ორდღიანი შეხვედრისას განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში რუსეთის მორიგი აგრესია და ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტი იქნება. გარდა ამისა, შეერთებული შტატები კვლავ მოითხოვს ალიანსის წევრებისგან მეტი თანხები დახარჯონ სამხედრო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე.

ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ მეზობელ სახელმწიფოსთან სრულმასშტაბიანი ომის საფრთხე არსებობს. პრეზიდენტი პოროშენკო ალიანსის ლიდერებს მოქმედებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ისინი ერთად ეძებენ ყველაზე შესაფერის პასუხსა და გამოსავალს შექმნილი სიტუაციიდან. მოსკოვი კი უკრაინულ მხარეს პროვოკაციაში ადანაშაულებს.

უკრაინას სურს, რომ ნატომ სამხედრო საზღვაო ხომალდები გაგზავნოს აზოვის ზღვაში. აზოვის ზღვა 2003 წლის შეთანხმების თანახმად, რუსეთსა და უკრაინას შორის საზიარო ტერიტორიაა. ნატოსგან მკაცრი გზავნილისა და პასუხის მოლოდინი არსებობს. თუმცა, გასულ კვირას ალიანსის გენერალურმა მდივნმა იენს სტოლტენბერგმაგანაცხადა, რომ ნატო ჯერ არ არის მზად რუსეთთან საზღვაო დაპირისპირებისთვის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG