ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას იანვარში დაიწყებს


შეერთებული შტატების პრეზიდენტი, სავარაუდოდ, ავღანეთიდან ამერიკის ჯარებს ნაწილობრივ გამოიყვანს. ამჟამად, ავღანეთში ამერიკის 14 000 ჯარისკაცია დისლოცირებული.

გეგმის თანახმად, რომლის შესახებაც ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა, ტრამპი ავღანეთიდან 7 ათასი ჯარისკაცის გამოყვანას იანვარში დაიწყებს. დანარჩენი ჯარისკაცები კი ავღანეთს ეტაპობრივად დატოვებენ.

ამერიკის ჯარები ავღანეთში ნატოს ძალების ეგიდით არიან და მათი მთავარი მისია ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისთვის საწვრთნელი პროგრამების და სამხედრო რჩევების მიწოდებაა.

ტრამპის ადმინისტრაცია ავღანეთში 17 წლიანი ომის შემდეგ, პოლიტიკური გადაწყვეტილების მონახვას ცდილობს. ამ ძალისხმევაში თალიბანთან მოლაპარაკებაც შედის.

თავდაცვის მდივანმა ჯიმ მატისმა გუშინ პრეზიდენტ ტრამპს თებერვლის ბოლოს თანამდებობიდან გადადგომის წერილი გაუგზავნა. მატისი წერილში ავღანეთზე კონკრეტულად არაფერს ამბობს, თუმცა ეუბნება, რომ პრეზიდენტს აქვს “უფლება ჰყავდეს თავდაცვის ისეთი მდივანი, რომელიც შეხედულებებიც უკეთ ემთხვევა თქვენსას [პრეზიდენტისას].”

Facebook Forum

XS
SM
MD
LG