ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის შემზღუდველი რეზოლუცია მიიღო


ხუთშაბათს, დემოკრატების უმრავლესობის მქონე შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა რეზოლუციას, რომელიც ზღუდავს პრეზიდენტ ტრამპის შესაძლებლობას, კონგრესის დასტურის გარეშე, ირანზე დამატებითი დარტყმები განახორციელოს.

რეზოლუცია 224 ხმით 194-ის წინააღმდეგ გავიდა. ხმები პარტიული ნიშნით მისცეს, თუმცა სამმა რესპუბლიკელმა ხმა დემოკრატებთან ერთად მისცა.

სენატში მსგავს რეზოლუციაზე კენჭისყრა მომავალ კვირაში შედგება.

წარმომადგენელთა პალატის დემოკრატებმა ეს რეზოლუცია, გასულ კვირაში, პრეზიდენტ ტრამპის მიერ ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის ბრძანების გაცემის შემდეგ მოამზადეს.

ტრამპმა თქვა, რომ სოლეიმანი გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენდა, მაგრამ დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა ხუთშაბათს თქვა, რომ სოლეიმანი ბაღდადში შეერთებული შტატების საელჩოს აფეთქებას გეგმავდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG