ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინამ საქართველოს 40-მდე მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა


Julianne Moore, best actress nominee for her role in "Still Alice," wears a cream and metallic Chanel gown as she arrives at the 87th Academy Awards in Hollywood, California, Feb. 22, 2015.
Julianne Moore, best actress nominee for her role in "Still Alice," wears a cream and metallic Chanel gown as she arrives at the 87th Academy Awards in Hollywood, California, Feb. 22, 2015.

„შავ სიაში“ არიან ექსპრეზიდენტი სააკაშვილი, პარლამენტის დეპუტატები, ბიზნესმენები და ჟურნალისტები

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:49 0:00
ბმული


უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ უპასუხია, უკრაინაში საქართველოს საელჩოს ნოტაზე, თუ რა გახდა საქართველოს 40-მდე მოქალაქის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების მიზეზი.

თბილისმა კიევს დიპლომატიური მიმართვა მას შემდეგ გაუგზავნა, რაც ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს მოქალაქეები უკან მოაბრუნეს. მათ შორის აღმოჩნდა, უკრაინაში უმსხვილესი ჰოლდინგის „ტერა ფუდის“ სტრატეგიისა და ინვესტიციების დირექტორი გიორგი კიკვაძე. იგი აქტიურად უჭერდა მხარს ევრომაიდანს და 21 დეკემბერს, უკრაინის საზღვრის გადაკვეთაზე უარი უთხრეს.

„შავ სიაში“ მოხვდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კორესპოდენტი დავით კაკულია, რომელიც კიკვაძის მსგავსად ბორისპოლის აეროპორტიდან გამოაბრუნეს. თუმცა, უკრაინელმა მესაზღვრეებმა უპრობლემოდ შეუშვეს ქვეყანაში „რუსთავი 2“-ის ოპერატორი ლევან კალანდია. დავით კაკულია ამბობს

„შემიყვანეს იმ ოთახში, სადაც ხდება საეჭო პირები შემოწმება. ჩამომართვეს პასპორტი. დაახლოებით ნახევარ საათში, გამომიცხადეს რომ უკრაინის უშიშროების სამსახურის გადაწყვეტილებით, მე, ერთი წლის განმავლობაში არ მაქვს უკრაინის საზღვრის გადაკვეთის უფლება.

მე ვიკითხე, რასთან იყო ეს გადაწყვეტილება დაკავშირებული. მესაზღვრეებმა მითხრეს რომ არ იყვნენ უფლებამოსილნი განემარტათ და მხოლოდ ასრულებდნენ ბრძანებას.“

სხვადასხვა უკრაინული წყაროების მიხედვით, უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ შექმნილ „შავ სიაში“, საქართველოს 30-დან 40-მდე მოქალაქე მოხვდა. მათ შორის არიან პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები.

საქართველოს მოქალაქეების გარდა, სიაში არიან: ამერიკის შეერთებული შტატების, სერბეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის მოქალაქეებიც. სულ 200-მდე უცხოეთის მოქალაქე. „შავი სია“ საჯარო არ არის. როგორც წესი, იქ მოხვედრილი პირები, მხოლოდ საზღვრის გადაკვეთის მომენტში იგებენ რომ უკრაინაში პერსონა ნონ გრატად არიან გამოცხადებულნი.

14 დეკემბერს, ბორისპოლის აეროპორტიდან უკან მიაბრუნეს, რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი, რომელმაც ასევე არ იცოდა რომ „შავ სიაში“ იყო შეყვანილი.

უკრაინული პრესის ცნობით, საქართველოდან „შავ სიაში“ არიან: ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, აჭარის ავტონომიის ყოფილი მეთაური ვარშალომიძე, საპარლამენტო უმცირესობის წევრები: საყვარელიძე, თარგამაძე, ვაშაძე, ბარამიძე, რატიანი, კარბელაშვილი, თბილისის მერის მოადგილე ხიზანიშვილი.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ლეონიდ კოჟარა ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს და ამბობს რომ საკითხი შემდეგი უწყებების კომპეტენციაა

„ასეთ ორგანოებში შედიან უკრაინის უშიშროების სამსახური, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო, სასაზღვრო სამსახურის დეპარტამენტი და საემიგრაციო კონტროლის სახელმწიფო სამსახური.“

უკრაინის კანონმდებლობით, ქვეყანაში შესვლის უფლება შეიძლება ჩამოერთვათ ან შეეზღუდოთ სამი კატეგორიის უცხოეთის მოქალაქეებს. სისხლის სამართლის დანაშაულსა და ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილებს, ასევე, ადამიანებს, რომლებიც უკრაინის ეროვნულ უშიშროებას საფრთხეს უქმნიან.

დღეს არსებული „შავი სია“ სწორედ „მესამე კატეგორიის“ უცხოეთის მოქალაქეებისთვის იქმნება. „შავი სიის“ შექმნის ინიციატორი, უკრაინის რადაში, მმართველი „რეგიონების პარტიის“ წევრი ოლეგ ცარიოვი განმარტავს, თუ რატომ წარმოადგნენ ეს ადამიანები უკრაინის ეროვნული უშიშროებისთვის საფრთხეს.

„სადაც კი არ მომხდარა რევოლუცია, ეს ადამიანები იქ ჩნდებიან ხოლმე. ისინი ეხლა გამოჩდნენ უკრაინაში, კონსულტაციას უწევენ ოპოზიციას. მათ სურთ უკრაინისთვის იუგოსლავიის სცენარი.“

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ოქტომბრის შემდეგ, საქართველოში აღარ გამოჩენილა და ამჟამად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლაში ლექციებს კითხულობს, ოფიციალური კიევის არაოფიცალურ გადაწყვეტილებას ნიუ იორკიდან გამოეხმაურა.

უკრაინის „მეხუთე არხთან“ ინტერვიუში საქართველოს ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოფიციალური შეტყობინება პერსონა ნონ გრატად გამოცხადების გამო არ მიუღია, თუმცა პრობლემები ბორისპოლის აეროპორტში ჯერ კიდევ 6 დეკემბერს შეექმნა, როცა კიევში ევრომაიდანის მოსანახულებლად ჩავიდა.

უკრაინის ოპოზიციისა და მთელი რიგი დასავლელი ექსპერტების აზრით, ოფიციალური კიევის ეს გადაწყვეტილება უკრაინის იზოლაციისკენ მიმართული ნაბიჯია.

პარტია „თავისუფლებიდან“ უკრაინის დუმის დეპუტატმა იური სიროტიუკმა პირდაპირ განაცხადა, რომ სააკაშვილის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება ნონსენსია და „ცარიოვის სია“ სინამდვილეში - „რუსეთის კრემლისა და ფედერალური უშიშროების სამსახურის სიაა.“

XS
SM
MD
LG