ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი მესამე საარჩევნო კამპანიისთვის ემზადება


ამერიკის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მესამე წინასაარჩევნო კამპანიისთვის ემზადება. ანალიტიკოსები თვლიან, რომ ახლა ტრამპის პოზიციები რესპუბლიკურ პარტიაში სუსტდება, რადგან მის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატებმა 8 ნოემბერს გამართულ შუალედურ არჩევნებში მნიშვნელოვანი მარცხი განიცადეს.

სენატზე კონტროლი დემოკრატებმა შეინარჩუნეს, წარმომადგენელთა პალატაში კი მოსალოდნელი იოლი გამარჯვება რესპუბლიკელებისთვის რთული აღმოჩნდა. შუალედური არჩევნების წინ 7 ნოემბერს ოჰაიოში ტრამპმა თქვა, რომ ის 15 ნოემბერს მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებდა, 14 ნოემბერს კი დაწერა, რომ „ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩვენს [ამერიკის] ისტორიაში“

მოსალოდნელია, რომ დონალდ ტრამპი განცხადებას 21 საათზე, პალმ ბიჩიდან გააკეთებს და იტყვის, რომ პრეზიდენტობისთვის მესამე საარჩევნო კამპანიას იწყებს.

პარალელურად გრძელება, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კაპიტოლიუმზე მომხდარი თავდასხმის გამოძიებაც.

ამერიკული მედიასაშუალებები საუბრობენ, რომ შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის სახელით ჩაერთოს მეორე ვადით არჩეული ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტესიც და სწორედ ის გახდეს დონალდ ტრამპის მთავარი კონკურენტი.

რაც შეეხება დემოკრატიულ პარტიას, პრეზიდენტი ბაიდენის თქმით, 2023 წელს განაცხადებს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG