ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში მომხდარმა აფეთქებამ 8 ადამიანი იმსხვერპლა, 81 დაშავდა


თურქული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ თანახმად, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ორშაბათს განაცხადა, რომ სტამბოლის პოპულარ სავაჭრო ცენტრში კვირას მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ 22 ადამიანი დააპატიმრა. მიაჩნიათ, რომ დაპატიმრებულთაგან ერთ-ერთმა, სავაჭრო ცენტრში ბომბი დატოვა.

„ჩვენი შეფასებით, სისხლიანი თავდასხმის ბრძანება ჩრდილოეთ სირიაში „აინ ალ-არაბისგან“ გაიცა, სადაც ქურთისტანის მუშათა პარტიის სირიული შტაბ-ბინა მდებარეობს,“ თქვა სულეიმან სოილუმ. ქურთისტანის მუშათა პარტია, ქურთი სეპარატისტების მებრძოლი ორგანიზაციაა.

სოილუმ თქვა, რომ აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 81 დაშავდა. 50 დაშავებული ადამიანი საავადმყოფოებიდან გაწერეს, მაგრამ ორი დაშავებული სარეანიმაციო განყოფილებაში რჩება და ორი დაშავებულის მდგომარეობა კი კრიტიკულია.

შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ თურქეთი თავდასხმაზე პასუხისმგებლებს სამაგიეროს გადაუხდის. უფრო ადრე, თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის წინააღმდეგ ტერორიზმში ჩართულები ადრეც დაამარცხეს და მომავალშიც დაამარცხებენ. ერდოღანი აფეთქებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ბალიში, დიდი ოცეულის შეხვედრაზე ჩავიდა.

თურქეთი, აშშ და ევროკავშირი თურქეთის მუშათა პარტიას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.

XS
SM
MD
LG