ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვითარება რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ხერსონში


უკრაინის ოფიციალურმა პირებმა, ახლახანს გათავისუფლებულ ხერსონში საკვების, წყლისა და მედიკამენტების შეტანა დაიწყეს. კიევის ძალები, იმ ერთადართ სტრატეგიულ რეგიონულ დედაქალაქში შევიდა, რომელიც რუსეთმა 24 თებერვალს ომის დაწყების შემდეგ დაიპყრო, ახლა კი დატოვა.

უკრაინის დროშის ქვეშ დაცემული ქართველები - 2014-2022
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:28 0:00

ომის დაწყების შემდეგ, ხერსონის 300 000 მოსახლედან, სამ მეოთხედზე მეტი გაიქცა. ამიტომ, რუსეთის ოკუპაციის ქვეშ, იქ 75 000 ადგილობრივი მოსახლე იყო.

„რუსულმა საოკუპაციო ძალებმა და კოლაბორატორებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ადამიანები, რომლებიც ქალაქში დარჩნენ, ამ ლოდინის დღეებში, ლოდინის კვირებში, თვეებში, რაც შეიძლება მძიმედ დატანჯულიყვნენ“ - თქვა ხერსონის მერის მრჩეველმა, რომან გოლოვნამ.

უკრაინული ძალები შიშობდა, რომ ხერსონის დიდ ნაწილში შენობები შეიძლება მნიშვნელოვნად დაზიანებულიყო, ისევე როგორც სხვა ქალაქები, როგორიცაა მარიუპოლი. მაგრამ აღმოაჩინეს, რომ ის ძირითადად ხელუხლებელი იყო. თუმცა, შეზღუდული წყალმომარაგებით. გათავისუფლებული ხერსონის მრავალი მაცხოვრებელი ბოლო ორი დღის განმავლობაში, უკრაინის დროშებით ხელში, ქალაქის ცენტრში იკრიბება და საკუთარი ქვეყნის სამხედრო ძალებს ესალმებიან.

უკრაინის რკინიგზა და რკინიგზელები ხალხის სამსახურში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:35 0:00

ვოლოდომირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსულმა ძალებმა, ქალაქში კრიტიკული ინფრასტრუქტურა გაანადგურა. მათ შორის, კომუნიკაციები, წყალმომარაგება, გათბობისა და ელექგროენერგიის მიწოდების სადგურები.

"თითქმის 2000 ასაფეთქებელი ნივთი უკვე ამოღებულია ტერიტორიებიდან, მაგრამ, კიდევ ბევრია გასაკეთებელი“, - თქვა ზელენსკიმ.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ, კვირას, უკრაინის შესახებ დაზვერვის ყოველდღიურ განახლებაში განაცხადა, რომ რუსეთის განათლების მინისტრმა სერგეი კრავცოვმა განაცხადა, რომ „2023 წლის სექტემბრიდან, სამხედრო სწავლება რუსულ სკოლებს დაუბრუნდება."

სწავლებები მოიცავს "ქიმიური, ან ბირთვულ თავდასხმის შემთხვევებს, პირველად დახმარებას, ასევე, კალაშნიკოვის იარაღთან მუშაობისა და სროლისთვის საჭირო გამოცდილებას“.

XS
SM
MD
LG