ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბერნსმა შეხვედრისას რუსი კოლეგა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ გააფრთხილა


აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი, უილიამ ბერნსი რუს კოლეგას ანკარაში შეხვდა, რათა რუსეთი, უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების წინააღმდეგ გაეფრთხილებინა. ამ ინფორმაციას თეთრი სახლის წარმომადგენელი ადასტურებს.

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოში განაცხადეს, რომ ეს შეხვედრა არ გულისხმობდა უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხში მოლაპარაკებას, ან ამ ომის გადაწყვეტის განხილვას. თეთრი სახლის ინფორმაციით, შეხევედრის შესახებ, უკრაინა წინასწარ იყო ინფორმირებული.

პრეზიდენტმა ბაიდენმა, წარსულში დაჟინებით განაცხადა, რომ უკრაინამ, და არა აშშ-მა უნდა განსაზღვროს, თუ როდის უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები ომის დასასრულებლად.

ამის პარალელურად, ვოლოდიმირ ზელენსკი ცოტა ხნის წინ გათავისუფლებულ ხერსონში ჩავიდა. პრეზიდენტი მოსახლეობას და ჯარისკაცებს შეხვდა და რუსული ჯარისგან სტრატეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონის გათავისუფლება, მათთან ერთად იზეიმა.

თქვენ დაამტკიცეთ, რომ "უკრაინის მოკვლა შეუძლებელია" - ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, უკრაინელ ჯარისკაცებს. ასევე, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ომში დაღუპულებს.

ჟურნალისტებთან საუბრის დროს ზელენკიმ თქვა, რომ უკრაინა მზადაა მშვიდობისთვის, ოღონდ ეს მათი პირობების მიხედვით მოხდება. "თქვენ ხედავთ ჩვენს ძლიერ ჯარს. ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ, ჩვენი ქვეყნის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე",- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

XS
SM
MD
LG