ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯო ბაიდენის სი ძინპინს შეხვდა


ბალიში მიმდინარე „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. ანალიტიკოსების შეფასებით ეს შეხვედრა იმ ფონზე შედგა, როცა ქვეყნებს შორის ურთიერთობები წლების განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა დასული.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები გაუარესებულია, ამერიკის პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ სურს შეინარჩუნოს კომუნიკაციის ხაზები პირად და სამთავრობო დონეზე. „უბრალოდ მშვენიერია შენი ნახვა,“- უთხრა ბაიდენმა სი ძინპინს, მაშინ როცა ისინი ძვირადღირებული სასტუმროს დარბაზში შეხვდნენ ერთმანეთს.

„ჩვენ ვიზიარებთ პასუხისმგებლობას, როგორც ორი ქვეყნის ლიდერი, რომ ვაჩვენოთ, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შეუძლია მართოს უთანხმოება, რომელიც არსებობს, თავიდან აიცილონ კონფლიქტი და ოპოვონ გზები თანამშრომლობისთვის გადაუდებელ გლობალურ საკითხებზე,“- თქვა ჯო ბაიდენმა.

აქვე ჯო ბაიდენმა განმარტა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკა ჩინეთის ურთიერთობები კლიმატური ცვლილებების და სასურსათო კრიზისის პრობლემის მოსაგვარებლად.

ამერიკის პრეზიდენტის პასუხად, ჩინეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობები არ შეესაბამება გლობალურ მოლოდინებს.

„ჩვენ უნდა დავსახოთ სწორი კურსი ჩინეთ-აშშ-ს ურთიერთობებისთვის. ჩვენ უნდა ვიპოვოთ სწორი მიმართულება, ორმხრივი ურთიერთანამშრომლობის წინსვლისთვის,“- თქვა სი ძინპინმა.

ჩინეთის პრეზიდენტმა აქვე დაამატა, მსოფლიო მოელის, რომ „ჩინეთი და ამერიკა სათანადოდ გაუმკლავდებიან ქვეყნებს შორის ურთიერთობებს“. სი ძინპინის თქმით, ის მოუთმენლად ელოდება ბაიდენთან სამუშაო პროცესის დაწყებას, რათა ურთიერთობები „სწორ გზაზე“ დაბრუნდეს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG