ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანია უკრაინას მილიარდ ევროს გამოუყოფს, კიბერუსაფრთხოების და ომის დანაშაულების გამოძიებისთვის


გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი (მარცხნივ) და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდომირ ზელენსკი (მარჯვნივ). კიევი, 16 ივნისი, 2022.

გერმანიის მთავრობამ უკრაინის მხარდასაჭერად, 2023 წლის ბიუჯეტიდან დამატებით მილიარდი ევრო გამოყო. ოფიციალურ დოკუმენტში ნათქვამია, რომ თანხა რუსული კიბერშეტევებისგან თავდაცვას და ომის დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვებას მოხმარდება.

გერმანიის მიერ უკრაინისთვის დამატებითი ფინანსების გამოყოფას, ფონად გასდევს მსჯლობა იმის შესახებ, უნდა გააძლიეროს თუ არა გერმანიიამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა. კიევი აცხადებს, რომ მას შეტევითი საბრძოლო იარაღი, მათ შორის, ტანკები სჭირდება.

გერმანია, დახმარების უკითხით, უკრაინის მესამე უდიდესი სამხედრო დონორია, თუმცა, ამ მხრივ, ბევრად ჩამორჩება შეერთებულ შტატებს, რომლის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებამ, გადამწყვეტი როლი შეასრულა ბრძოლის ველზე უკრაინული ძალების წარმატებაში. უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატების კულმინაცია ქალაქ ხერსონის დაბრუნებაა, რომელიც მარტის შემდეგ რუსეთის მიერ იყო ოკუპირებული და მოსკოვმა მისი უკანონო ანექსია გამოაცხადა, გასულ კვირაში კი თქვა, რომ ქალაქს ტოვებდა.

”უკრაინის ბიუჯეტი ცხადყოფს, რომ ჩვენი მხარდაჭერა სცილდება იარაღის მნიშვნელოვან და საჭირო მიწოდებას. ჩვენ მასიურ ინვესტიციას ვახორციელებთ მშვიდობისთვის ევროპასა და უკრაინაში“ - თქვა რობინ ვაგენერმა, გერმანიის მწვანეთა პარტიის წარმომადგენელმა კანონმდებელმა, რომელიც უკრაინის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარეა.

გერმანიის მიერ გამოყოფილი დამატებითი ფინანსური დახმარების ნაწილი დაეხმარება გუნდებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევისა და ომის დანაშაულების მტკიცებულებების მოპოვებაზე მუშაობს.

დამატებითი თანხა ასევე მოხმარდება სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას ფართო რეგიონში, მათ შორის, ბელარუსში, რუსეთსა და უკრაინაში, ჟურნალისტების დაცვას.

XS
SM
MD
LG