ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანელი ძმები რუსეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს


შვედეთში, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებით, ირანში დაბადებული 2 ძმა დააკავეს. გამოძიების მასალების მიხედვით, 42 წლის პეიმან კია და 35 წლის პაიამ კია ქვეყნიდან ინფორმაციას რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურს (გრუ) აწვდიდნენ. ძმებიდან ერთ-ერთი შვედეთის დაზვერვის სააგენტოში მუშაობდა.

„ეს იყო კომპლექსური გამოძიება დანაშაულთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან ძნელად გამოსაძიებელია. ეჭვმიტანილების ქმედება შვედეთის დაზვერვისა და უსაფრთხოების სისტემის წინააღმდეგ მიმართული ძალიან სერიოზული დანაშაულია“ - თქვა ეროვნული უსაფრთხოების განყოფილების მთავარმა პროკურორმა პერ ლინდკვისტმა.

„[ამ] ინფორმაციის მოპოვებამ, გადაცემამ და გამჟღავნებამ უცხო სახელმწიფოს ხელში, შეიძლება ზიანი მიაყენოს შვედეთის უსაფრთხოებას“, - წერია ლინდკვისტის განცხადებაში. მოგვიანებით მან სააგენტო "ასოშიეთიდ პრესთან" თქვა, რომ საქმე "უკიდურესად მგრძნობიარე თემებს" ეხებოდა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

სააგენტოს მიერ მოპოვებული ბრალდების ფურცლის მიხედვით, მამაკაცებმა ინფორმაცია „ერთად“ გადასცეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს. ეს ინფორმაცია, რომელიც მათ რუსეთში გააგზავნეს, 2011 წლის 28 სექტემბრიდან, 2021 წლის 20 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავდა.

XS
SM
MD
LG