ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰოლანდიამ მოსკოვის მორიგი ჯაშუში გააძევა


ჰოლანდიის სადაზვერვო სამსახურმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ გამოვლინეს რუსი სამხედრო დაზვერვის აგენტი, რომელიც ცდილობდა ყალბი ვინაობის გამოყენებას, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში (ICC) შეღწევისთვის. სასამართლო უკრაინაში ომის დანაშაულთა ბრალდებებს იძიებს.

სერგეი ჩერკასოვი ეცადა ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებით, ჰოლანდიაში ბრაზილიის მოქალაქედ შესულიყო და დაეწყო სტაჟირება ჰააგაში დაფუძნებულ ICC-ში აპრილში, განუცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა, ახალი ამბების სააგენტო "როიტერს".

ეს იყო GRU- გრძელვადიანი, მრავალწლიანი ოპერაცია, რომელიც მაც დიდი დრო, ენერგია და ფული დაუჯდა“, - თქვა ჰოლანდიის სადაზვერვო სააგენტოს უფროსმა ერიკ აკერბუმმა.

რუსეთის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარ სამმართველოს (GRU) განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა, პრეზიდენტ ვლადიმ პუტინის მთავრობა წარსულში ხშირად უარყოფდა ჯაშუშობის ბრალდებას, როგორც დასავლეთის ცილისწამების კამპანიას მოსკოვის წინააღმდეგ.

ჰოლანდიის გენერალური დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის (AIVD) განცხადებაში ნათქვამია, რომ მამაკაცი, რომელიც ვიქტორ მიულერ ფერეირას სახელით ცდილობდა სასამართლოში მუშაობის დაწყებას, ჰოლანდიის აეროპორტში აიყვანეს. იგი არასასურველ უცხო ქვეყნის მოქალაქედ გამოაცხადეს და ბრაზილიაში შემდეგი რეისით დააბრუნეს. ბრაზილიის ფედერალურმა პოლიციამ თქვა, რომ ჩერკასოვი დააკავეს და ის ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის იდევნება.

"ეს ნათლად გვაჩვენებს, რას აკეთებენ რუსები - ცდილობენ მიიღონ უკანონო წვდომა ინფორმაციაზე ICC-ის შიგნით. ჩვენ ამას მივიჩნევთ მაღალი დონის საფრთხედ", - დასძინა აკერბუმმა და თქვა, რომ ICC- ჩერკასოვი სტაჟირებაზე მიიღო.

კომენტარი ამ საქმეზე რუსეთის მთავრობისა და საერთაშორისო სასამართლოს მხრიდან ჯერ არ გაკეთებულა.

კარგად გამოგონებული ისტორია

ჰოლანდიურმა სააგენტომ განაცხადა, რომ მან გადადგა უჩვეულო ნაბიჯი და გაავრცელა დეტალური ინფორმაცია საქმის შესახებ, რათა ეჩვენებინა, თუ როგორ მუშაობს რუსული დაზვერვა და რა საფრთხეს წარმოადგენს ის საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის.

„ჩერკასოვმა გამოიყენა კარგად შექმნილი ახალი იდენტობა, რომლითაც მალავდა თავის კავშირს ზოგადად რუსეთთან და კონკრეტულად GRU-სთან“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბრაზილიის პოლიციამ განაცხადა, რომ ჩერკასოვი ბრაზილიაში 2010 წელს ჩავიდა და ბრაზილიის მოქალაქის პასპორტი მიიღო. ის აცხადებდა, რომ მისი მშობლები გარდაიცვალნენ. როგორც ბრაზილიის მოქალაქე ის ირლანდიასა და შეერთებულ შტატებში რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა, და შემდეგ დაბრუნდა ბრაზილიაში, რათა მოგვიანებით ჰოლანდიაში გაეგრძელებინა მუშაობა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებს იძიებს.

ჰოლანდიამ ბოლო წლებში ჯაშუშობაში ბრალდებული 20-ზე მეტი რუსი გააძევა. მათ შორისაა ოთხი ადამიანი, რომლებიც 2018 წელს დაადანაშაულეს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) წინააღმდეგ კიბერ-შეტევაში, ორი ბრალდებული 2020 წელს, კორპორატიულ, მაღალტექნოლოგიურ სექტორში ჯაშუშობაშია შემჩნეული, ხოლო დანარჩენები რუსეთის დიპლომატიურ სამსახურში მუშაობდნენ, თუმცა ჰოლანდიის ეჭვით, რუსულ დაზვერვას წარმოადგენდნენ. ისინი რუსეთის უკრაინაში ხელმეორე შეჭრის შემდეგ გააძევეს.

რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და საპასუხოდ, მათ მოსკოვიდან და სანქტ-პეტერბურგიდან ჰოლანდიის საელჩოსა და საკონსულოს 15 თანამშრომელი გააძევეს.

XS
SM
MD
LG